
განგაშის ზარებია შემოსაკრავი - ახალი ტიპის სიმპტომები სხვა ტიპის რეაგირების საფუძველს იძლევა, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" დეპუტატი ეკა ბესელია ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად გარდაცვალების ფაქტებს.
"ბოლო დღეებია თანმიმდევრობით ვისმენთ ტრაგიკულ ისტორიებს. ეს სიგნალი უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასთან აქვს შეხება. მით უფრო, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს ისეთი ნივთიერებების შემოტანას, რომელიც აქამდე არ იყო ბრუნვაში და არის სხვა ტიპის კომბინაცია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან სახიფათოა სიცოცხლისათვის. ბუნებრივია, ამ მხრივ საჭიროა გამკაცრება რეაგირების თვალსაზრისით.
ვმუშაობთ და ინტენსიურად ვართ ჩართული ნარკოპოლიტიკის შემუშავებაზე, რათა შეიცვალოს მიდგომები, მეორე მხრივ, ვხედავთ ასეთ სახიფათო გამოვლინებებს, რასაც სჭირდება რეაგირება და მაქსიმალური პრევენცია", - განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
განგაშის ზარებია შემოსაკრავი - ახალი ტიპის სიმპტომები სხვა ტიპის რეაგირების საფუძველს იძლევა, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" დეპუტატი ეკა ბესელია ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად გარდაცვალების ფაქტებს.
"ბოლო დღეებია თანმიმდევრობით ვისმენთ ტრაგიკულ ისტორიებს. ეს სიგნალი უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასთან აქვს შეხება. მით უფრო, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს ისეთი ნივთიერებების შემოტანას, რომელიც აქამდე არ იყო ბრუნვაში და არის სხვა ტიპის კომბინაცია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან სახიფათოა სიცოცხლისათვის. ბუნებრივია, ამ მხრივ საჭიროა გამკაცრება რეაგირების თვალსაზრისით.
ვმუშაობთ და ინტენსიურად ვართ ჩართული ნარკოპოლიტიკის შემუშავებაზე, რათა შეიცვალოს მიდგომები, მეორე მხრივ, ვხედავთ ასეთ სახიფათო გამოვლინებებს, რასაც სჭირდება რეაგირება და მაქსიმალური პრევენცია", - განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მკითხველის კომენტარები
(0)