26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
07.05.2018 / 08:05
შრიფტის ზომა:

ძიუდოისტების ნაწილი დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან ქართველი ძიუდოისტები და გულშემატკივრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, თანამდებობა დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ქართული ძიუდოს სამყაროში სიტუაცია მაქსიმალურად დაიძაბა, ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი და დავით ქევხიშვილს უნდა ეყოს გონიერება და გამბედაობა თანამდებობის დასატოვებლად. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ დავით ქევხიშვილთან შეხვედრასაც.

"საქართველოს ძიუდოს ყველა ნაკრები უერთდება ჩვენს პროტესტს. დღეს ჩვენ შემოგვიერთდა ქალთა ნაკრები. ჩვენი მოთხოვნაა, რომ თანამდებობა დატოვოს დავით ქევხიშვილმა. ამის მიზეზი ის არის, რომ უამრავი პრობლემა დაგროვდა წლების განმავლობაში და ამაზე ქევხიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება", – განაცხადა საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რაც შეეხება 10 მაისს დაგეგმილ ყრილობას, ჭრიკიშვილის თქმით, ქევხიშვილმა იქამდე უნდა დატოვოს თანამდებობა და ყრილობა ამ ეტაპზე არ უნდა ჩატარდეს.

ქართველი ძიუდოისტები დღეს, 16:00 საათზე კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდებიან. შეხვედრა კულტურის სამინისტროში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ძიუდოისტების ნაწილი დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს | Allnews.Ge