
დღეიდან დედაქალაქის ქუჩებში ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ელექტროავტობუსი სხვადასხვა მარშრუტზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო წლების განმავლობაში თბილისში ელექტროავტობუსებს შემოიყვანენ.
"დღეს შემოვიყვანეთ ერთი ავტობუსი, რომელიც არის სრულად ელექტრო. გვინდა, რომ ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ხაზებზე ვატაროთ და გავტესტოთ, თუ როგორ უნდა მოეწყოს შემდეგ ინფრასტრუქტურა. იცით, რომ განვითარებული ქვეყნები 2023 წლიდან აპირებენ გადასვლას ელექტროავტობუსებზე. ზოგადად ეს მიმართულება მთელ მსოფლიოში თანდათან იხვეწება და საინტერესო ხდება. ჩვენც არ ვიქნებით გამონაკლისი, დედაქალაქსაც ეყოლება ელექტროავტობუსები. მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც ეს მიმართულება განვითარდება, აუცილებლად შემოვიყვანთ ელექტროავტობუსებს. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ავტობუსების ქარხნის აშენებაზე საქართველოში და უახლოეს მომავალში ამაზეც მოგაწვდით ინფორმაციას",- განაცხადა კალაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ცნობისთვის, თბილისის სატრანპორტო კომპანიის მეორე ავტობაზაზე, კომპანია "ფრეგობასმა" ელექტროავტობუსის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, გერმანული კომპანია EURABUS-ის გენერალური დირექტორი ქრისტიან საიცი, სატრანსპორტო კომპანიისა და "ფრეგობასის" წარმომადგენლები დაესწრნენ.
ავტობუსი ორი კვირის განმავლობაში სატესტო რეჟიმში სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ტესტირების პროცესის მიზანია ელექტოავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამოცდა ქალაქის ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დღეიდან დედაქალაქის ქუჩებში ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ელექტროავტობუსი სხვადასხვა მარშრუტზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო წლების განმავლობაში თბილისში ელექტროავტობუსებს შემოიყვანენ.
"დღეს შემოვიყვანეთ ერთი ავტობუსი, რომელიც არის სრულად ელექტრო. გვინდა, რომ ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ხაზებზე ვატაროთ და გავტესტოთ, თუ როგორ უნდა მოეწყოს შემდეგ ინფრასტრუქტურა. იცით, რომ განვითარებული ქვეყნები 2023 წლიდან აპირებენ გადასვლას ელექტროავტობუსებზე. ზოგადად ეს მიმართულება მთელ მსოფლიოში თანდათან იხვეწება და საინტერესო ხდება. ჩვენც არ ვიქნებით გამონაკლისი, დედაქალაქსაც ეყოლება ელექტროავტობუსები. მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც ეს მიმართულება განვითარდება, აუცილებლად შემოვიყვანთ ელექტროავტობუსებს. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ავტობუსების ქარხნის აშენებაზე საქართველოში და უახლოეს მომავალში ამაზეც მოგაწვდით ინფორმაციას",- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის სატრანპორტო კომპანიის მეორე ავტობაზაზე, კომპანია "ფრეგობასმა" ელექტროავტობუსის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, გერმანული კომპანია EURABUS-ის გენერალური დირექტორი ქრისტიან საიცი, სატრანსპორტო კომპანიისა და "ფრეგობასის" წარმომადგენლები დაესწრნენ.
ავტობუსი ორი კვირის განმავლობაში სატესტო რეჟიმში სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ტესტირების პროცესის მიზანია ელექტოავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამოცდა ქალაქის ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით.
მკითხველის კომენტარები
(0)