02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

15 ქუჩა თბილისში, რომელსაც შესაძლოა, სახელი გადაერქვას | Allnews.Ge

15 ქუჩა თბილისში, რომელსაც შესაძლოა, სახელი გადაერქვას

თბილისის 15 ქუჩას სავარაუდოდ მაისის ბოლოსთვის სახელი გადაერქმევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განუცხადა, მათ კომისიაში სახელდებაზე ინიცირებულია 15 ქუჩა, რომელთაც დღემდე საბჭოთა ოკუპაციასთან ასოცირებული პიროვნებების სახელები შემორჩათ.

საჯარო განხილვების შემდეგ აღნიშნულ ქუჩებს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერ საზოგადო მოღვაწეთა სახელები დაერქმევათ.

გთავაზობთ, იმ ქუჩების ჩამონათვალს, რომელსაც სახელი გადაერქმევა:

მთაწმინდის რაიონში, ვარდების რევოლუციის მოედანს მიენიჭება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი

სახელი გადაერქმევა ჩუღურეთის რაიონში, ცხრა ძმის ქუჩას, მასთან არსებულ სამ შესახვევსა და მოედანს. მათ მიენიჭება ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელი. თინათინ ნიბლოშვილის განმარტებით, მოსახლეობას დღემდე ჰგონია, რომ ისინი "ცხრა ძმა ხერხეულიძის" ქუჩაზე ცხოვრობენ, სინამდვილეში მას "რევოლუციონერი ძმადნაფიცების" სახელი ჰქვია.

კრწანისის რაიონში, მირ ვეზიროვის ქუჩას ნიკოლოზ ჩხეიძის სახელი მიენიჭება.

ახალი სახელი ექნება კრწანისის რაიოში, სერგო სურგულაძის ქუჩას და მასთან არსებულ ორ შესახვევს. მათ ევგენი გეგეჭკორის სახელი მიენიჭება.

ჩუღურეთის რაიონში, ვასილ კიკვიძის ქუჩა და მასთან არსებული I ჩიხი ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელობის იქნება.

სახელი გადაერქმევა ისნის რაიონში, ვლადიმერ მიქელაძის ქუჩას და ნოე ხომერიკის სახელი მიენიჭება.

ისნის რაიონში, სურენ სპანდარიანის ქუჩა გიორგი ლასხიშვილის სახელობის იქნება.

ახალი სახელი ექნება ისნის რაიონში, გრიგოლ მათიაშვილის ქუჩასაც, რომელსაც ელისაბედ ორბელიანის სახელი დაერქმევა.

ისნის რაიონში, თეოდორე აფანასიევის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭება ეკატერინე მელიქიშვილის, მეორე მონაკვეთს კი ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის სახელი.

ნაძალადევის რაიონში, მელიტონ ფილიას ქუჩას სიმონ მდივანის სახელი მიენიჭება.

ნაძალადევის რაიონში, სილიბისტრო თოდრიას ქუჩის მონაკვეთს სამსონ ფირცხალავას, ერთ მონაკვეთს ალექსანდრე ლომთათიძის, ერთს კი ვლასა მგელაძის სახელი მიენიჭება.

ახალი სახელი ექნება სამგორის რაიონში, აბელ ენუქიძის ქუჩის მონაკვეთს, რომელსაც პეტრე სურგულაძის სახელი დაერქმევა.