საზოგადოება
09.05.2018 / 10:05
შრიფტის ზომა:

ვაკის პარკში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი პირი დააკავეს, მათ შორის ვალერი კვარაცხელია

საპატრულო პოლიციამ ვაკის პარკში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი პირი დააკავა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაკავებულები არიან ვალერი კვარაცხელია, მისი ვაჟი და სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" წევრი ნიკა შაყულაშვილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ სამი პირი ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და წვრილმან ხულიგნობის ფაქტს გულისხმობს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამასთან, როგორც შსს-ში აღნიშნეს, საპატრულო პოლიციამ მოქალაქეების მიერ საბჭოთა კავშირის სიმბოლიკების გამოყენებაზე რეაგირება მოახდინა. სამართლადამცველები მოქალაქეებს სსკ-ის 154-ე პრიმა მუხლის შესაბამისად მოუწოდებდნენ, რომ შეენახათ სიმბოლიკები, რასაც ყველა მათგანი დაემორჩილა.

სამოქალაქო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, "ძალა ერთობაშიამ" ვაკის პარკთან პროტესტი საბჭოთა სიმბოლიკისა და საბჭოთა დროშების მიტანის გამო გამოთქვა, რომლითაც ვალერი კვარაცხელია და მისი თანამოაზრეები დღეს, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იმყოფებოდნენ. მისი თქმით, ამ დროს ვალერი კვარაცხელიამ შეაგინა ერთ–ერთ ქალბატონს, ხოლო მისი სამოქალაქო მოძრაობის მხარდამჭერმა ნიკა შაყულაშვილმა, კვარაცხელიას ამის საპასუხოდ კვერცხი ესროლა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ვაკის პარკში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი პირი დააკავეს, მათ შორის ვალერი კვარაცხელია | Allnews.Ge