
უპილოტო სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელმა კომპანია Local Motors-მა, გასულ ხუთშაბათს, საზოგადოებას 3Dპრინტერით დაბეჭდილი მიკროავტობუსი წარუდგინა.
"ჭკვიან" ტრანსპორტში 12 მგზავრის ადგილია და მისი გამოძახება სმარტფონის სპეციალური აპლიკაციითაა შესაძლებელი.
კომპანია Local Motors-ის თანადამფუძნებლის ჯონ როჯერსის თქმით, ავტობუსები გაყიდვაში მაშინ გამოვა, როდესაც რეგისტრაციასთან დაკავშირებული აუცილებელი საკითხები გადაწყდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როგორ გაირკვა, ავტობუსის დეტალების დასაბეჭდად დაახლოებით 10 საათია საჭირო, ხოლო ასაწყობად ერთი, რის შემდეგაც, მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება უკვე მზადაა მგზავრების გადასაყვანად.
ამას გარდა, მგზავრებს მიკროავტობუსთან საუბრის საშუალებაც ექნებათ. იგი პასუხობს კითხებს იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს, როგორ არის აწყობილი, საით მიემართება და რამდენად მალე მივა დანიშულების ადგილზე.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ომის ვეტერანები სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის სპეციალური პროგრამით, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, არის მათთვის შემუშავებული და მათზე მორგებული საუკეთესო პაკეტი - ვეტერანის პაკეტი. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას იღებს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. პროგრამით მოსარგებლეს უფლება აქვს თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება.
გარდა ამისა, ომის ვეტერანები სოციალური მომსახურების სააგენტოსგან იღებენ გასაცემელს, რომლის მინიმალური რაოდენობა გულისხმობს ასაკობრივ პენსიას დამატებული 44 ლარის ოდენობის სუბსიდიას და ჯამში შეადგენს 224 ლარს. როგორ სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში Allnews.ge-ს განუმარტეს, თუ სამამულო ომის ვეტერანი პარალელურად იყო დასაქმებული ძალოვან სტრუქტურაში, მას მაქსიმალური კომპენსაცია განესაზღვრება 560 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, სააგენტო ომის ვეტერანებს სთავაზობს ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას, ფიზიოთერაპიული, ლაბორატორიული, ინსტრუმენტლური კვლევების ჩატარებას, ბალნეოლოგიური პროცედურების ჩატარებას, სამკურნალო ფიზკულტურისა და მანუალური თერაპიის პროცედურების ჩატარებას გულისხმობს. მომსახურების ხარჯი ერთ ვეტერანზე 250 ლარს შეადგენს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, სააგენტო და მერია ერთობლივად გასცემენ ყოველწლიურ ერთჯერად დახმარებას, სოციალური მომსახურების სააგენტო რეგიონში, დედაქალაქის მერია კი თბილისის მასშტაბით. დახმარება გულისხმობს 600 ლარის ოდენობის დაფინანსებას ომის ვეტერანებზე და 300 ლარის დაფინანსებას გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის.
გარდა ამისა, ომის ვეტერანებზე მოქმედებს შეღავათი საშემოსავლო გადასახადზე.საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.
შეღავათია დაწესებული საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც, უფრო კონკრეტულად, სამგზავრო ბარათით სარგებლობა შეუძლიათ ვეტერანებს თბილისში, რუსთავში, ბორჯომში, ახალციხესა და ბათუმში. ქუთაისში კი – შშმ ვეტერანებს.
გათვალისწინებულია შეღავათები საქართველოს მოქალაქის და სამგზავრო პასპორტის აღებისას ვეტერანთა შემდეგ კატეგორიებზე:
• მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – უფასო;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები – უფასო;
• ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 პროცენტით.
ვეტერანების ოჯახებს დახმარება ომში მებრძოლთა გარდაცვალების შემდეგაც ეწევათ. "სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომარი უნდა დაიკრძალოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით. დაკრძალვის თანხა უნდა შეადგენს: ქალაქ თბილისში – 350 ლარს, თვითმმართველ ქალაქებში – 300 ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტებში – 250 ლარს.
ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გადაწყვეტილებით, ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანის ოჯახის ერთ-ერთ წევრზე სამსახურის ბიუჯეტის ასიგნებებიდან გაიცემა ერთჯერადი დახმარება 500 ლარის ოდენობით შემდეგი პირების გარდაცვალებისას:
ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილის;
ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის;
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის;
მკითხველის კომენტარები
(0)