საზოგადოება
10.05.2018 / 08:05
შრიფტის ზომა:

ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნა

კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტმა და ოლიმპიურმა კომიტეტმა შექმნეს კომისია, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ, - ამის შესახებ კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიის შემადგენლობაში მისი მოადგილეები და კომიტეტების პირველი პირები და წარმომადგენლები იქნებიან.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ჩვენ შევთანხდმით იმაზე, რომ სამინისტროს, საპარლამენტო კომიტეტის და ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი კომისია ჩამოყალიბდა, რომელმაც გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია ფედერაციიდან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც იყო ამ დღეებში საუბარი. უახლოეს დღეებში მოხდება ყველა ამ საკითხის ძალიან სკრუპულოზური შესწავლა და შედეგებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს ჩვენ გაცნობებთ. გადაწყვეტილებები ძალიან მალე იქნება ცნობილი. ამ პროცესს არ გავწელავთ სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე. მინდა მანამდე ყველას ვთხოვო, რომ შეინარჩუნონ სამართლებრივი ჩარჩოები, არ მოხდეს სიტუაციის ხელოვნური ესკალაცია. გარანტიას ვაძლევ ყველას, ვიქნებით მიუკერძოებლები, ძალიან მკაცრები შეფასებებში. ყველაფერს ნათელი მოეფინება. ყველას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ - დარჩით სამართლებრივ ჩარჩოებში", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი რამდენიმე დღეა აქციებს მართავს. ისინი მოითხოვენ დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს, ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მსგავსი სიახლეები

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნა | Allnews.Ge