
This is a modal window.
სასტუმრო "ბილტმორში", სადაც ძიუდოს ფედერაციის ყრილობა მიმდინარეობს, სიტუაცია დაიძაბა. რამდენიმე წუთის წინ სასტუმროში მივიდნენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან დაპირისპირებული სპორტსმენები, რომლებიც სრული შემადგენლობით ითხოვდნენ ყრილობაზე შესვლას. თავდაპირველად ყრილობის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, დარბაზში შევიდა 8-კაციანი ჯგუფი, თუმცა შემდგომ მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდა და თითქმის სრულად შეუშვეს ყველა.
ყრილობას მათ შორის ესწრებიან საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და სხვა სპორტსმენები.
ყრილობა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. დარბაზთან მობილიზებულია კერძო დაცვის სამსახურის "ალგანის" თანამშრომლები. სწორედ ისინი არ უშვებდნენ სპორტსმენებს იმ დარბაზში, სადაც ყრილობა ტარდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როგორც ჟურნალისტებს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განუცხადა, კერძო დაცვის სამსახურის დაქირავება შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მოხდა.
როგორც ყრილობაზე შესვლამდე ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, ისინი დავით ქევხიშვილს დაუსვამენ ყველა კითხვას, რაც მათ აქვთ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სასტუმრო "ბილტმორში", სადაც ძიუდოს ფედერაციის ყრილობა მიმდინარეობს, სიტუაცია დაიძაბა. რამდენიმე წუთის წინ სასტუმროში მივიდნენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან დაპირისპირებული სპორტსმენები, რომლებიც სრული შემადგენლობით ითხოვდნენ ყრილობაზე შესვლას. თავდაპირველად ყრილობის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, დარბაზში შევიდა 8-კაციანი ჯგუფი, თუმცა შემდგომ მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდა და თითქმის სრულად შეუშვეს ყველა.
ყრილობას მათ შორის ესწრებიან საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და სხვა სპორტსმენები.
ყრილობა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. დარბაზთან მობილიზებულია კერძო დაცვის სამსახურის "ალგანის" თანამშრომლები. სწორედ ისინი არ უშვებდნენ სპორტსმენებს იმ დარბაზში, სადაც ყრილობა ტარდება.
როგორც ჟურნალისტებს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განუცხადა, კერძო დაცვის სამსახურის დაქირავება შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მოხდა.
როგორც ყრილობაზე შესვლამდე ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, ისინი დავით ქევხიშვილს დაუსვამენ ყველა კითხვას, რაც მათ აქვთ.
მკითხველის კომენტარები
(0)