დავით ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა ფედერაციის ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს
ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დავით ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც ძიუდოისტებმა განაცხადეს, ისინი დაელოდებიან დღეს შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებას და სწორედ ამის მიხედვით იმოქმედებენ.
საქართველოს ნაკრების წევრის ავთანდილ ჭრიკიშვილის განმარტებით, ძიუდოისტებმა ყრილობაზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, ისაუბრეს ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიებზე და დასვეს კონკრეტული შეკითხვები, თუმცა დავით ქევხიშვილს და ფედერაციის წარმომადგენლებს ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა არ უცდიათ, რის შემდეგაც მიიღეს ყრილობის დატოვების გადაწყვეტილება.
ჭრიკიშვილის თქმით, ყრილობაზე რაიმე დაპირისპირებას ან ექსცესს ადგილი არ ჰქონია.
სასტუმრო "ბილტმორში" თითქმის ერთი საათია ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. ყრილობაზე ორ საკითხს განიხილავენ, ესენია- ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა და შექმნილ ვითარებაზე მსჯელობა.
დარბაზთან, სადაც ყრილობა მიმდინარეობს, კერძო დაცვის სამსახურის "ალგანის" თანამშრომლები არიან მობილიზებული.
მკითხველის კომენტარები
(0)