
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა დღეს, ქობულეთში, 5 ბალამდე შტორმის დროს, საქართველოს 3 და სომხეთის 1 მოქალაქე გადაარჩინეს. ამჟამად, ისინი თავს კარგად გრძნობენ.
უწყების ინფორმაციით, შსს-ს წყალზე მაშველებმა, 50 წუთის განმავლობაში, 4 სხვადასხვა შემთხვევაზე მოახდინეს რეაგირება, 5-ბალამდე შტორმის დროს წყალში შევიდნენ და განსაცდელში მყოფი პირები ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.
"მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია წითელი ალმები, რაც იმის მანიშნებელია, რომ წყალში შესვლა აკრძალულია, დამსვენებლები ამ გაფრთხილებას არ ემორჩილებიან, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ, ისე მაშველების სიცოცხლეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: ყურადღება მიაქციეთ გამაფრთხილებელ ნიშნებს, დაემორჩილეთ მაშველთა მითითებებს, არ დატოვოთ ბავშვები მეთვალყურეობის გარეშე და თავი შეიკავეთ ზღვაში შესვლისგან მანამ, სანამ არ გაუქმდება საშტორმო მდგომარეობა, რათა თავიდან იყოს აცილებული უბედური შემთხვევები.
როგორც კი ზღვაში შესვლა იქნება უსაფრთხო და დასაშვები, საგუშაგოებზე დაუყოვნებლივ აღიმართება თეთრი ალმები", - აცხადებენ საგანგებო სტუაციების სამსახურში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ერთ-ერთი ბავშვის ბებია ლიზა ბუკია, რომლის შვილიშვილმაც ფოთში, მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება "კროტი" შეჭამა, "ინტერპრესნიუსთან" შემთხვევის დეტალებზე საუბრობს.
ლიზა ბუკიას თქმით, 9 წლის ბავშვმა თავად აიღო მაღაზიიდან ქიმიური ნივთიერება.
"ბავშვი შევიდა მაღაზიაში და უნდოდა შუშხუნა ეყიდა. როდესაც დაინახა რაღაც უცხო, თავად აიღო მან ეს „კროტი“. გასინჯა გემო. შემდეგ მოირბინა სახლში და ჩვენ გვითხრა. ამის შემდეგ მივმართეთ ექიმს. ჩვენ 9 წლის ბიჭი გვყავს და მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება 5 წლის ბავშვს, როგორც ვიცით, ის შედარებით მძიმედაა. შემთხვევა ერთსა და იმავე მაღაზიაში მოხდა", - განაცხადა მოწამლული ბავშვის ბებიამ ლიზა ბუკიამ.
ამასთან, როგორც მაღაზიის გამყიდველმა განაცხადა, "კროტი" მაღაზიიდან ამოიღეს.
იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება ,,კროტით“ მოწამვლის შედეგად იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მოთავსებული ორი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, 5 და 9 წლის ბავშვებს მკურნალობა ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში უტარდებათ. მათ შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდათ. პატარებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი აქვთ დამწვარი.
მათივე ინფორმაციით, 5 წლის გოგონა საავადმყოფოში 9 მაისს, გვიან ღამით შეიყვანეს, 9 წლის ბიჭი კი 10 მაისს, დღისით.
როგორც ცნობილია, ბავშვებმა ტკბილეულის ნაცვლად მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება "კროტი" შეჭამეს.
მკითხველის კომენტარები
(0)