ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დიდი ამბები გრძელდება! - რიგით მეორე Fuckup Nights Tbilisi 18 მაისს გაიმართება | Allnews.Ge

დიდი ამბები გრძელდება! - რიგით მეორე Fuckup Nights Tbilisi 18 მაისს გაიმართება

დიდი ამბები გრძელდება!

Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi აგრძელებს ღონისძიებების სერიას Fuckup Nights Tbilisi.

18 მაისს, 19:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო სივრცეში სტრატს აიღებს რიგით მეორე Fuckup Nights - რომელიც 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას და ღონისძიებების სერიას რომელიც, პროფესიული მარცხის ისტორიებს გადმოსცემს.

ღონისძიების ფარგლებში მოისმენთ ბიზნესის ისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, გაიგებთ პარტნიორული ურთიერთობების შესახებ, რომელიც კრახით დასრულდა, აღმოაჩენთ პროდუქტს, რომელიც ჩაფლავდა. თვეში ერთხელ, მსოფლიოს 80 ქვეყანაში, 252 ქალაქში და მათ შორის თბილისშიც - 4 წარმატებული ადამიანი საკუთარ პროფესიულ Fuckup-ს ფართო აუდიტორიას უზიარებს.

ზოგჯერ საუკეთესო ისტორიები არასწორი გადაწყვტილებებით იწყება! #განიქარვე

Fuckup Nights Tbilisi -ის სპიკერები არიან ადამიანები, რომლებმაც განიცადეს მარცხი, არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა, განვითარდნენ და მზად არიან საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ! თბილისის მეორე Fuckup Nights - ის მომხსენებლები არიან ოთხი წარმატებული ანტრეპრენერი ინვოცაციებისა და ტექნელოგიების სფეროდან.

ღონისძიებაზე დასწრება საინტერესოა მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის... ღონისძიება არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად. ღონისძიების სპეციალური გამოშვება ინოვაციებისა და ტექნელოგიების სფეროში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს მხარდაჭერით იმართება.

"საკუთარ შეცდომებზე სწავლა გონივრულია, სხვის შეცდომებზე სწავლა გენალურია".

გელოდებით 18 მაისს, 19:00 საათზე, ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8) ყველაზე საინტერესო ბისზნეს ისტორიების მოსასმენად.

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau, Impact Hub Tbilisi, Fabrika Hostel და Fabrika • ფაბრიკა პარტნიორობით.

ღონისძიების სპონსორები არიან: ლუდი ქარვა, ლურჯი ოკეანე / Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, კედარი ვენჩერს, Scoot Scoot, Camora Basement, PIPES burger joint at Fabrika • პაიპს ბურგერ ჯოინტი ფაბრიკაში.

ივენთი: https://goo.gl/6u95aL

ონლაინ ბილეთების შესაძენა შესაძლებელია:

TKT.GE - ბილეთები ონლაინ - https://goo.gl/mdwC9k

Biletebi.ge - https://goo.gl/nAh7Gk

Eventer.ge - https://eventer.ge/fuckup

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია

#sharethefailure