29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
12.05.2018 / 05:05
შრიფტის ზომა:

"ბასიანსა" და "გალერიში" 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს - რა მოხდა წუხელ?

შსს-ს ინფორმაციით, "ბასიანსა" და "გალერიში" 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კაფე "გალერიში" სამართალდამცველები მაშინ შევიდნენ, როდესაც კაფეში მომხმარებლები იმყოფებოდნენ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, შენობაში შესვლისთანავე სპეცდანიშნულების რაზზმა ჩხრეკა დაიწყო. მისივე თქმით, ჩხრეკის ჩატარებისას პოლიციამ კაფეში მყოფი ხალხი ძირს დააწვინა და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ასე ჰყავდათ. შემდეგ კი, როგორც თვითმხილველი ამბობს, პოლიციამ შენობის დაცლა დაიწყო.

მომხდარის შემდეგ თავდაპირველად საპროტესტო აქცია კლუბ "ბასიანისა" და კაფე "გალერის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც სამართალდამცავებმა საზოგადოებრივი წესრიგის დარვევისთვის 10- მდე მოქალაქე დააკავეს, მოგვიანებით აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა, სადაც მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვა.

დაკავებულთა შორისაა პარტია "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატი ზურა ჯაფარიძე, "თეთრი ხმაურის" წევრი ბექა წიქარიშვილი.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე განახლდება.

ადგილზე სიტუაციას გაეცნო სახალხო დამცველიც, რომელმაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

მკითხველის კომენტარები
(1)

ტერეზა
12 მაისი , 2018 06:05

ნარკობარიგა მკვლელია! ნარკოტიკი კლავს!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"ბასიანსა" და "გალერიში" 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს - რა მოხდა წუხელ? | Allnews.Ge