
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2022 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოსთვის 88 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა იგეგმება.
"აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და კრემლის მავნე ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევას. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების პრინციპის განმტკიცებასა და კანონის უზენაესობას, უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას;
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გააუმჯობესებს დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე წვდომას; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების მცდელობებს, მათ შორის აფხაზეთში; გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ხელს შეუწყობს სუფთა ენერგიის განვითარებას; ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომელიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად; ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდას; ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
გაზრდილი დაფინანსება ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და მოსახლეობის ინტეგრაციას, რომელიც რუსეთის მავნე ზეგავლენას განიცდის" - აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
წუხელ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 60-მდე პირია დაკავებული, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, - ამის შესახებ ინფორმაციას "თეთრი ხმაურის" მოძრაობა "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სპეცდანიშნულების რაზმი სასტიკად გაუსწორდა კლუბებში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს.
"საქართველოს ხელისუფლება წუხელ სპეცდანიშნულების რაზმებით შეიჭრა და დაარბია თბილისში მოქმედი ღამის კლუბები, სასტიკად სცემა და გაუსწორდა იქ მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, ხელკეტებით დაარბია და დააკავა კლუბების მფლობელები და მოქალაქეები, რომლებიც კლუბებისა და იქ მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. დაკავებულია 60-მდე პირი, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
ოფიციალური ვერსიით, სამართალდამცავთა მიზანი ე.წ.ნარკორეალიზატორების დაკავება გახლდათ, მაგრამ ეს ტყუილია! კარგად გვახსოვს, რომ ამ სპეცოპერაციას წინ უძღვოდა რამდენიმეთვიანი ბინძური კამპანია საკლუბო სცენისა და დამოუკიდებელი მოძრაობების წინააღმდეგ. კამპანიას სათავეში ედგნენ ფაშისტური დაჯგუფებები, ანგაჟირებული პრორუსული რეგრესული ძალები, რომლებიც უკვე წლებია მიზანმიმართულად ებრძვიან დამოუკიდებელი საქართველოს ახალგაზრდული კულტურის ყველაზე ძვირფას მონაპოვარს - თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის იდეებს.
მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ერთობლივი პრევენციული განცხადება საკლუბო სცენის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს. ყველას ბოლომდე გვჯეროდა, რომ ხელისუფლებას ეყოფოდა კეთილგონიერება და ამ სამარცხვინო ფაქტის წინაშე არ დავდგებოდით.
ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფომ ბრძოლა გამოუცხადა დამოუკიდებელი საქართველოს კულტურის ერთადერთ სფეროს, რომელმაც არამხოლოდ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, არამედ პირველ რიგში, სწორედ მისი სოციალური ღირებულებებიდან გამომდინარე უჭირავს წამყვანი ადგილი მსოფლიო სცენაზე.
ამ სამარცხვინო ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლებამ მიზანმიმართული ბრძოლა გამოუცხადა ყველა იმ იდეასა და ღირებულებას, რომლის გარშემოც შემოვიკრიბეთ ათასობით ადამიანი თბილისის კლუბებში. ეს კლუბები კი ჩვენთვის არა უბრალოდ გართობის, არამედ თავისუფალი თვითგამოხატვის, განვითარებისა და სოციალური ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი კერაა!
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უკომპრომისოდ ვერთვებით ღიად გამოცხადებულ ომში ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების - თავისუფლებისა და საკუთარი მომავლის დასაცავად! - ნათქვამია "თეთრი ხმაურის" მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, დღეს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართება.
მკითხველის კომენტარები
(0)