პოლიტიკა
25.10.2016 / 13:10
შრიფტის ზომა:

"პატრიოტთა ალიანსი" 6-ის ნაცვლად პარლამენტში 8 მანდატს ითხოვს

"პატრიოტთა ალიანსი" 6-ის ნაცვლად პარლამენტში 8 მანდატს ითხოვს

"პატრიოტთა ალიანსი" საპარლამენტო მანდატების დამატებას ითხოვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ ბლოკს, არა 6, არამედ 8 მანდატი ეკუთვნის.

"ჩვენ ყველანი შევეცდებით ფართომასშტაბიანი გამოძიება განვახორციელოთ იმისა, თუ როგორ ჩატარდა ეს არჩევნები. კანონით, ყველა იმ პარტიის პროცენტი, რომელიც დარჩა ბარიერს მიღმა, უნდა განაწილდეს იმ პარტიებზე, ვინც შევიდა პარლამენტში. ახლა ჩვენ ცესკო გვეუბნება, რომ 6 მანდატი გვეკუთვნის და გვეყოლება 6 დეპუტატი, ამ დროს უნდა გვითხან, რომ რეალურად ჩვენ გვეკუთვნის მინიმუმ 8 მანდატი", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისივე განმარტებით, "პატრიოტთა ალიანსი" შეეცდება იყოს ხიდი და წარმომადგენელი პარლამენტში იმ პარტიების, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდნენ.

მკითხველის კომენტარები
(2)

გლეხოვიჩი
27 ოქტომბერი , 2016 08:10

დაჩუტულია გაბერილი როარიყოს

ომარი
26 ოქტომბერი , 2016 10:10

ამან გაუბერა უკვე რა ამ, მასხარამ.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

შსს-ს პირველი ვრცელი კომენტარი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე | Allnews.Ge

შსს-ს პირველი ვრცელი კომენტარი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია, აღნიშნული პირის დაკავება კლუბში განხორციელდა და პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.

"აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გამოავლინეს 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, "ბასიანსა" და "გალერიში" ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. ვინაიდან ნარკოტიკების გასაღების მრავალჯერად ფაქტს ადგილი ჰქონდა კლუბებში, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღნიშნულ კლუბებთან. ნარკოტიკების გამსაღებლების მიერ აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს სწორედ კლუბების ტერიტორია წარმოადგენდა. ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. აღნიშნული პირის დაკავება კლუბში განხორციელდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

შესაბამისად, მოსამართლის განჩინებით, 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით, 01:00 საათზე, სწორედ იმ დროს, როდესაც გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ხდებოდა, "ბასიანსა" და "გალერიში" საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი იყო საგამოძიებო მოქმედებების უშუალოდ კლუბებში ჩატარება, იქ მყოფი დიდი რაოდენობით ახალგაზრდის კლუბიდან ინციდენტის გარეშე გარიდება და კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას უსაფრთხოების დაცვა, მოხდა პოლიციის შესაბამისი ძალების მობილიზება.

საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, კლუბებში მყოფ პირებს პოლიციის მიერ განემარტათ, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდნენ. პოლიციის მოწოდების შესაბამისად, პირთა გარკვეულმა ნაწილმა კლუბში დატოვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები. აღნიშნული პირები, კლუბში მყოფ სხვა პირებთან ერთად, პოლიციის მიერ გაყვანილ იქნენ კლუბის შენობიდან. არც ერთი მათგანის მიმართ პირადი გასინჯვა ან ჩხრეკა არ განხორციელებულა. კლუბის არც ერთი სტუმარი სისხლის სამართლის წესით დაკავებული არ არის", - აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.