
სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. სოფელ კარდენახში სეტყვამ ვენახები, სადაკარმიდამო ნაკვეთები და ხეხილის ბაღები გაანადგურა.
სტიქიის ზონაში, ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს და ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. უამინდობამ პრობლემები შექმნა ცენტრალურ გზებზეც. ქვა- ღორღისგან მეორე დღეა იწმინდება ბაკურციხე- თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალი. უხვმა ნალექმა გზის დატბორვა გამოიწვია, რის გამოც აღნიშნული მონაკვეთი დაზიანდა.