
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ "სითი პარკის" ფუნქციები შეითავსა, ავტომობილების საჯარიმო სადგომებზე გადაყვანისა და დაჯარიმების შემთხვევები დაფიქსირებულია და გავრცელებული ინფორმაცია, რომ მერიის სამსახური სათანადოდ ვერ მუშაობს, არასწორია.
კალაძე ამბობს, რომ ჯარიმების შესახებ მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"საერთოდ, არ არის საინტერესო პარტია "რუსთავი 2"-ის გაკეთებული სიუჟეტები. თუ ეს თქვენ გაინტერესებთ, შეგიძლიათ უყუროთ.
ავტომობილები არის გადაყვანილი საჯარიმო სადგომებზე, გამოწერილია ჯარიმებიც. თუ რა ჯარიმები გამოიწერა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე მოგახსენებთ", - განაცხადა კალაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კარვის გაშლას გეგმავენ, - ამის შესახებ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრმა, დავით სუბელიანმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მინდა კარგად გავიაზროთ, რომ ეს არ იქნება მოკლე პროცესი, აქციები იქნება პერმანენტული. სავარაუდოდ, აქ გვექნება კარავი, შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. აქტიური გამოსვლების და სხვა აქტივობების გეგმას დავალაგებთ", - მიმართა სუბელიანმა შეკრებილებს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ "ბასიანსა" და კლუბ "გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას.
აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. საპროტესტო აქცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით იმართება.
მკითხველის კომენტარები
(0)