
6 წლის არმანი ქრიუს დაბადების დღეზე ბუშტები და ნაყინი არ იყო, ეს გადაწყვეტილება მან თავად, თანაც უსახლკაროების სასარგებლოდ მიიღო.
მცირეწლოვანი შვილის თხოვნით, მშობლებმა 300 დოლარი, რომლსაც არმანის დაბადების დღისთვის ინახავდნენ, პროდუქტების საყიდლად გამოიყენეს, რომლითაც გოგონამ ჩიკაგოში თავის კომუნაში მყოფი უსახლკარო ადამიანები დააპურა.
როდესაც არმანიმ საკუთარი ინიციატივა ეკლესიაში გააჟღერა, კრების წევრებმა ფულის შეგროვება გადაწყვიტეს. საბოლოო ჯამში, 6 წლის გოგონამ 125 ადამიანის გამოკვება შეძლო.
"სიკეთის კეთება კარგი გრძნობაა"- გაუზიარა არმანიმ ABC News-ს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
არმანის დედამ განმარტა, რომ შვილი უსახლკაროების გამოკვების ნებართვას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა. თავიდან მშობლებმა იფიქრეს, რომ მათი მცირეწლოვანი შვილი ხუმრობდა. თუმცა, როდესაც არმანი არ დანებდა მას საკუთარი ხელით სენდვიჩების გაკეთების უფლება და მათი დარიგიების საშუალება მისცეს. რა თქმა უნდა, არმანისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ მშობლებს დაბადების დღის გადახდის ნაცვლად, იმავე აქტივობის უფრო ფართო მასშტაბებში გამეორების ნებართვა სთხოვა.
მაშინ მამამ აუხსნა, რომ ის ამ გადაწყვეტილებით წვეულებასა და საჩუქრებზე ამბობდა უარს. არმანი უსაჩუქროდ დარჩენის პერსპექტივამ არ შეაშინა.მშობლებმა გადანახული ფულით ქათამი, თევზი, სპაგეტი, სიმინდი, მწვანე ლობიო, კარტოფილი, ნამცხვრები, ტკბილეული, ხილი და წყალი შეიძინეს და მეზობლად მდებარე სკვერში დაარიგეს.
6 წლის არმანის საქველმოქმედო ამანათებში კბილის პასტა, ჯაგრისი, დეოდორანტი და სხვა ჰიგიენური საშუალებებიც შედიოდა.
ურბანული განვითარების სამსახურის მონაცემების თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ ითვლება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კლუბების "ბასიანი" და "გალერის" წარმომადგენლებისთვის ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის გააგრძელებენ მუშაობას. ორივე კლუბის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კლუბები დალუქულია, ადგილზე იმყოფებიან შს სამინისტროს წარმომადგენლები და არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია როდის შეეძლებათ გახსნა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ბასიანის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა განუცხადა, დღეს შს მინისტრთან შეხვედრაა ჩანიშნული და ამ შეხვედრის შემდეგ შესაძლებელია ცნობილი გახდეს როდის გაიხსნება "ბასიანი".
"ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია თუ როდის გავიხსნებით. დღეს არის შეხვედრა შს მინისტრთან. სავარაუდოდ, გვეტყვის კონკრეტულ პასუხს თუ როდის გავაგრძელებთ მუშაობას და ვარ იმედიანად. ამ წუთას კლუბი დალუქულია და არ უშვებენ არავის. ყველა დასტრესილი ვართ, მათ შორის ის ხალხი ვინც გვგულშემატკივრობდა. თუმცა, რასაც ვხედავ, ხალხი ბრძოლის განწყობითაა და მაინც მგონია, რომ რაღაც ეტაპის შემდეგ უფრო მეტი რაოდენობის ხალხი მოვა, ვიდრე დადიოდა და უფრო მეტი მხარდამჭერი გვეყოლება ვიდრე გვყავდა", - განაცხადა გელბახიანმა.
დღის განმავლობაში კლუბ "გალერის" გახსნის თაობაზე შს მინისტრისთვის, მთავარი პროკურორისთვის და სახალხო დამცველისთვის მიმართვას აპირებს კლუბის იურისტი. როგორც ხათუნა ხურცილავამ განაცხადა, ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს პროკურორთანაც.
"კლუბი დალუქულია და არ გვაქვს უფლება შესვლის. ვამზადებ წერილს სახალხო დამცველთან, შს მინისტრთან და მთავარ პროკურორთან. მოლაპარაკებას ვაწარმოებ პროკურორთან და პროკურორიც ელოდება ზემდგომ მითითებას. პარასკევიდან შესაძლებელია, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია", - განაცხადა ხურცილავამ.
აღნიშნული კლუბები 11 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ არის დახურული.
მკითხველის კომენტარები
(0)