
ქიმიური ნივთიერება "კროტით" მოწამლული ბავშვები იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოდან გაწერეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის სახელობის ბავშთა საავადმყოფოში განუცხადეს, 9 წლის ბიჭი საავადმყოში მოთავსებიდან მე–4 დღეს, 13 მაისს გაეწერა, 5 წლის გოგონა კი მე–5 დღეს, 14 მაისს. ბავშვებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი ჰქონდათ დამწვარი. შესაბამისად, ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, გაწერის მომენტში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
5 და 9 წლის ბავშვებს ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში მკურნალობდნენ.
შეგახსენებთ, რომ 5 წლის გოგონა საავადმყოფოში 9 მაისს გვიან ღამით შეიყვანეს, 9 წლის ბიჭი კი 10 მაისს, დღისით. როგორც ცნობილია, ბავშვებმა ტკბილეულის ნაცვლად მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება "კროტი" შეჭამეს.