
საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, არამდგრადი ამინდი საქართველოში დღეს, დღის ბოლომდე შენარჩუნდება. მაღალმთიან რაიონებში იქნება ძლიერი თოვა. მისივე თქმით, ღამით თოვდა სტეფანწმინდაში, გუდაურში, სადაც თოვლის საფარი უკვე ერთ მეტრზე მეტია. დილიდან თოვს ბაკურიანში, თუმცა, დღის ბოლოსთვის საქართველოში ნალექი შეწყდება.
დღესვე თბილისში ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 18–20 მეტრი იქნება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დღეს ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 0;+5; შიდა ქართლში – 3 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში –10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +2 - დან +7 გრადუსამდე იქნება; ხოლო მაღალმთიან რაიონებში –5 გრადუსი დაფიქსირდება.
ხვალიდან 21 ნოემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს და ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10–15 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9–14 იქნება; თბილისში +12–14 გრადუსი დაფიქსირდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გეგმიურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, გაცნობებთ, რომ ორშაბათს, 21 მაისს, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სანზონაში, გურამიშვილის გამზირის №10, №12, №12ა, №12ა-1, №12ა-2, №12ა-3, №12ა-4, №14, №14ა, ერწოს ქუჩის №4-1, №4-2, №4-3, №4-4, №6 და ხევისუბნის ქუჩის №12-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათზე და დასრულდება 18:00 საათამდე.
დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის II მიკრორაიონის №24, №24ა, №24ბ, №25, №25ა, №25ბ, №26, №27, №27ა, №28, №28ა, №29, №29ა, №30, №31, №32, №33, №34, №35, №36, №37, №38, №39, №40, №41, №42ა, №42ბ-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათზე და დასრულდება 18:00 საათამდე.
დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღომში, ვაშლიჯვრის დასახლების მე-13 კილომეტრის მიმდებარედ, ვ.თოფურიძის II გასასვლელის №3 (გოძიაშვილის II შესასვლელი №17), მუხრან მაჭავარიანის ქუჩის №63, №65-ში (ვაშლიჯვრის III ზონა №4 ) მდებარე კორპუსების, ასევე გოძიაშვილის და ვ.თოფურიძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.
მკითხველის კომენტარები
(0)