09 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
21.05.2018 / 07:05
შრიფტის ზომა:

საქართველოს რეგიონები, სადაც უმუშევრობის დონე გაიზარდა

2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, ტრადიციულად, დასაქმებულთა უმრავლესობას თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, თუმცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კლების ტენდენცია ფიქსირდება. 2017 წელს თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 51.7 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით.

სამუშაო ადგილები, სადაც საქართველოში დიპლომი არ დაგჭირდებათ

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რაც შეეხება უმუშევრობის დონის ცვლილებას რეგიონებში, წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია ქ. თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში. ქ. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 1.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, იმერეთის რეგიონში - 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო შიდა ქართლის და

ქვემო ქართლის რეგიონებში - შესაბამისად 2.0 და 3.5 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია აჭარის ა.რ-ში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, შესაბამისად 5.8 და 3.4 პროცენტული პუნქტით.

ასევე საინტერესოა, რომ უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით ქალებში გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირდა 1.6 პროცენტული პუნქტით.

მიზეზები, რის გამოც დამსაქმებლები საქართველოში სამსახურის მაძიებლებს იწუნებენ

მკითხველის კომენტარები
(1)

111
21 მაისი , 2018 11:05

ნეტაც საიდან მოაქვთ ამდენი სიცრუე?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოს რეგიონები, სადაც უმუშევრობის დონე გაიზარდა | Allnews.Ge