01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
21.05.2018 / 10:05
შრიფტის ზომა:

ვარკეთილში ერთ-ერთი ავარიული კორპუსის კიბე ჩამოიშალა

ვარკეთილში ერთ-ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსის კიბე ჩამოიშალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, კიბის ჩამონგრევის შემდეგ მაშველებმა სამაშველო კიბის დახმარებით, საცხოვრებელი კორპუსიდან 6 პირი ჩამოიყვანეს.

ავარიული კორპუსიდან 17 ოჯახი გასახლებული იყო, ხოლო იმავე შენობაში უკანონოდ შეჭრილები ცხოვრობდნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამგორის რაიონის გამგეობაში განუცხადეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ შენობაში უკანონოდ შეჭრილები ცხოვრობდნენ, გამგეობა ქირით მათ საცხოვრებელ ფართსაც უზრუნველყოფს. ამასთან, გამგეობაში აცხადებენ, რომ ავარიულ კორპუსში ისეთი ოჯახებიც ცხოვრობდნენ, რომელთაც საცხოვრებელი ადგილი ახლობელმა დაუთმო.

"აღნიშნული კორპუსის 17 ოჯახი უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე თვეა, რაც გამოსახლებულია კორპუსიდან და ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს, რომლის ქირასაც გამგეობა იხდის. შენობაში 3-4 ოჯახი უკანონოდ იყო შეჭრილი. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ ქირით უზრუნველყოფასაც მოახდენთ, რათა ქუჩაში არავინ დარჩეს. ჩვენ გადავიხცდით ასევე იმ ოჯახების ქირასაც, რომლებიც აღნიშნულ კორპუსში საცხოვრებელი ფართი ნათესავმა დაუთმო", - აცხადებენ გამგეობაში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ვარკეთილში ერთ-ერთი ავარიული კორპუსის კიბე ჩამოიშალა | Allnews.Ge