საზოგადოება
12.05.2018 / 13:05
შრიფტის ზომა:

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ნაწილი დაუთმეს

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ნაწილი დაუთმეს

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ნაწილი დაუთმეს. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა აქციის მონაწილეების მოთხოვნა, რომ ისინი ბევრნი იყვნენ და ვერ ეტეოდნენ პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიაზე, გაითვლისწინეს. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებით - თავისუფლების მოედნიდან რუსთველის მეტროსკენ ხდება.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ "ბასიანსა" და კლუბ "გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. საპროტესტო აქცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით იმართება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გამოკითხვაზეა დაბარებული | Allnews.Ge

კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გამოკითხვაზეა დაბარებული

კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი, დღეს, 12:00 საათზე მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ზვიად გელბახიანმა განაცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა მიმართულებით იქნება გამოკითხვა, თუმცა აღნიშნა, რომ ის კიდევ ერთხელ მოითხოვს კლუბის გახსნას.

ამასთან ზვიად გელბახიანის თქმით, მენეჯმენტი გადის აქტიურ იურიდიულ კონსულტაციებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

"კლუბი ამჟამად კვლავ დახურულია. ჩვენ ვაპირებთ რეაგირებას როგორც სამართლებრივ, ასევე საპროტესტო კუთხით. როგორც ვიცი, კლუბში შეწყვეტილია საგამოძიებიო მოქმედებები, შესაბამისად, არ გვაქვს პასუხი, თუ ყველაფერი დამთავრებულია, რატომ არ იხსნება კლუბი. პარალელურად სხვადასხვა განცხადება კეთდება. შს მინისტრი მოკლე ვადას ამბობს, მოადგილეს განსხვავებული პოზიცია აქვს. ისე ჩანს, რომ საგამოძიებო მიმართულებით რაღაცას ელოდებიან. შესაძლოა ეს პოლიტიკური მესიჯები იყოს. სამართლებრივი კუთხით ჩვენ იურისტებთან გავდივართ კონსულტაციებს. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმ მიმართულებითაც თუ როგორ გავაგრძელოთ პროტესტი", - განაცხადა ზვიად გელბახიანმა.