
კაფე "გალერი" მუშაობას განაახლებს, - აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კაფეს ლუქი მოხსნილი აქვს.
არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებიდან გამომდინარე ამ ეტაპისთვის, სავარაუდოდ, არ არსებობდა იმის საჭიროება, რომ კაფე "გალერი" კვლავ დალუქული ყოფილიყო.
"გალერის" დამფუძნებლის ადვოკატის გიორგი ანთიძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მტკიცებულების სახით სამართალდამცველებმა რაიმე ამოიღეს თუ არა მისთვის უცნობია, ვინაიდან თვითონ პროცესში მხარეები არ მონაწილეობდნენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"კაფე "გალერის" ლუქები მოხსნილია, კაფე გადააბარეს მეპატრონეებსა და შესაბამის ადმინისტრაციას. ჩვენთვის მთავარია ის, რომ "გალერის" ლუქები მოეხსნა და გვაქვს შესაძლებლობა, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში, კაფემ ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს საქმიანობა, როგორც დღისით, ასევე ღამით", - განაცხადა გიორგი ანთიძემ.
რაც შეეხება კლუბ "ბასიანს", ის ამ დრომდე დახურულია.
12 მაისს, კაფე "გალერიში" და კლუბ "ბასიანში" შსს-მ საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა, რის შემდეგაც კლუბები დროებით დაიხურა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 8 ნარკორეალიზატორია დაკავებული.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კაფე "გალერი" მუშაობას განაახლებს, - აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კაფეს ლუქი მოხსნილი აქვს.
არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებიდან გამომდინარე ამ ეტაპისთვის, სავარაუდოდ, არ არსებობდა იმის საჭიროება, რომ კაფე "გალერი" კვლავ დალუქული ყოფილიყო.
"გალერის" დამფუძნებლის ადვოკატის გიორგი ანთიძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მტკიცებულების სახით სამართალდამცველებმა რაიმე ამოიღეს თუ არა მისთვის უცნობია, ვინაიდან თვითონ პროცესში მხარეები არ მონაწილეობდნენ.
"კაფე "გალერის" ლუქები მოხსნილია, კაფე გადააბარეს მეპატრონეებსა და შესაბამის ადმინისტრაციას. ჩვენთვის მთავარია ის, რომ "გალერის" ლუქები მოეხსნა და გვაქვს შესაძლებლობა, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში, კაფემ ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს საქმიანობა, როგორც დღისით, ასევე ღამით", - განაცხადა გიორგი ანთიძემ.
რაც შეეხება კლუბ "ბასიანს", ის ამ დრომდე დახურულია.
12 მაისს, კაფე "გალერიში" და კლუბ "ბასიანში" შსს-მ საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა, რის შემდეგაც კლუბები დროებით დაიხურა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 8 ნარკორეალიზატორია დაკავებული.
მკითხველის კომენტარები
(0)