13 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
06.06.2018 / 10:06
შრიფტის ზომა:

კახა კალაძემ მემანქანეებთან გამართული მოლაპარაკების დეტალებზე ისაუბრა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

ჩემი მხრიდან იქნა გაცემული პირობა, რომ ჩვენ 2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტროს მემანქანეებისთვის სამუშაო პირობები იყოს გაუმჯობესებული - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძემ მემანქანეებს მადლობა გადაუხადა, რათა მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება.

"მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მეტრომ მუშაობა განაახლა. რაც შეეხება საგაფიცვო პროცესს, თქვენ იცით, რომ გუშინ ღამით შედგა შეხვედრა ჩვენსა და გაფიცულ მემანქანეებს შორის.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ დეტალურად არსებულ მდგომარეობაზე. ჩემი მხრიდან იქნა მიწოდებული ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა კომპანიაში ფინანსურად და რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მათი მხრიდან ის არსებული პრობლემები, რომელიც აწუხებთ. შესაბამისად, ჩემი მხრიდან იქნა გაჟღერებული პირობა, რომ ჩვენ 2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათთვის სამუშაო პირობები იყოს გაუმჯობესებული. დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესება ჩემი, როგორც დედაქალაქის მერისთვის მნიშვნელოვანია. ყოველ ჩემს განცხადებაში ამ საკითხს ვაფიქსირებ.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მემანქანეს, რომ მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება. შეიძლება ითქვას, რომ მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას", - განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის მერმა ამავე კონტექსტში მადლობა გადაუხადა ავტობუსის მძღოლებს, საპატრულო პოლიციასა და მოსახლეობას. ამასთან, კახა კალაძემ გამგებლების თანადგომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამგეობის ავტომობილები იმ პერიოდში, როდესაც მეტრო იყო გაჩერებული, ემსახურებოდა დედაქალაქის მოსახლეობას.

"მადლობა ავტობუსის მძღოლებს იმ შრომისთვის, რაც გასწიეს. განსაკუთრებული მადლობა დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მე ვგრძნობდი ამ თანადგომას. ასევე დიდი მადლობა საპატრულო პოლიციას", -განაცხადა კახა კალაძემ.

მკითხველის კომენტარები
(3)

ნაია
23 მაისი , 2018 08:05

ამ ე.წ გრძელ მარშუტებზე მგზავრი ერთ თანხას იხდის, კომფორტული გადაჯდომისას ალბათ მეორე ღირებულების გადახდა მოუწევს.. ხაზინის შევსების ახალი ხერხია?

ქეთა
23 მაისი , 2018 06:05

გადასარევია პირდაპირ, ამას მოფიქრება არ უნდა!? მგზავრობის საფასურსაც ორჯერ გადაიხდი, აბა რააა

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშრუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს | Allnews.Ge

დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშრუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს

დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშრუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს, - ამის შესახებ დღეს საუბარი იყო თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე, სადაც თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციის პროექტზე იყო საუბარი. აღნიშნულ პროექტს კომპანია "სისტრა" განახორციელებს.

როგორც ქართული საკონსულტაციო კომპანია "სპექტრუმ კონსალტინგის" წარმომადგენელმა ასმათ აბესაძემ განაცხადა, ასევე შესაძლოა განხორციელდეს რუსთავიდან, გარდაბნიდან და მცხეთიდან თბილისში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებისათვის გაჩერების გარკვეული ადგილების დაწესება, რომლის იქეთაც მათ თბილისში მგზავრების შემოყვანა აღარ შეეძლებათ.

კომპანია "სისტრას" სპეციალურად შერჩეული პირები თბილისის ავტობუსებში მგზავრებს ითვლიან

"საუბარია იმაზე, თუ სად უნდა მოხდეს გადაჯდომა, გაჩერების ადგილის დაწესება თბილისში შემოსული მიკროავტობუსებისათვის, ის, რომ რუსთავიდან თბილისამდე მგზავრი უნდა ჩამოვიდეს კომფორტულად, ამაზე არავინ დავობს. საუბარია იმაზე, რამდენად სიღრმეში უნდა შემოვიდეს თბილისში, მაგალითად, რუსთავიდან მომავალი სამარშუტო მიკროავტობუსი, ამას ჩვენ აუცილებლად დავადგენთ. გადაჯდომა შეეხება არა მარტო რუსთავიდან, მცხეთიდან ან გარდაბნიდან შემომავალ სამარშრუტო მიკროავტობუსებს, არამედ თბილისში არსებულ გრძელ მარშრუტებსაც. მოხდება დადგენა იმ ადგილების, საიდანაც მგზავრი ძალიან კომფორტულად გადაჯდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა საშუალებაში. შესაძლოა, ეს იყოს ავტობუსი, მეტრო და ა. შ.", - განაცხადა ასმათ აბესაძემ.