26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისის ქუჩები, რომელთაც ხვალ დენის და გაზის მიწოდება შეეზღუდება | Allnews.Ge

თბილისის ქუჩები, რომელთაც ხვალ დენის და გაზის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, გაცნობებთ, რომ პარასკევს, 25 მაისს, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორში, ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე - წერეთლის ქუჩის №1, №2, №3, №4, №18, მეგობრობის ქუჩის №4, №6, №8, №14, №16, №18, №40, №46, №60, მეგობრობის ქუჩაზე მდებარე სპორტული კომპლექსის №1, №2, №3, №4, №5, №6, სამგორის ქუჩის №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №10, №12, რუსთაველის ქუჩის №20, №21, №23, №25, №27, №29-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 16:00 საათიდან და დასრულდება 17:00 საათამდე.

ხოლო დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ყიფშიძის ქუჩის №2, №4, №6, №6ა, №8, №10, №12, №14, №17, №16-1, №16-2 და №49ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 15:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, "თელასის" ცნობით, საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის და ავშნის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, ანტონ კათალიკოსის, ივერიის, ყავლაშვილის, კოტე აფხაზის და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.