
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია "ენგურჰესზე" მომხდარი ავარია.
"ენგურჰესის" ავარიის სერიოზულობაზე, ალბათ, დღეს დღის მეორე ნახევარში შევძლებთ რომ კონკრეტული პასუხები გავცეთ. გენერაციის გარკვეულ სექტორებში წყალია შევარდნილი, შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვა. მოგვიანებით გვეცოდინება ზარალის ოდენობა და რა პერიოდი დაგვჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენაზე. გუშინ სარეზერვო სისტემები გამოვიყენეთ. ასევე იმპორტი განხორციელდა, რომ სტაბილური ელექტრომამარაგება მოგვეხდინა",- განაცხადა ქუმსიშვილმა.
რაც ეხება ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგებას, ქუმსიშვილის თქმით, დღის მეორე ნახევარში ექნება პასუხი, ეს რუსეთიდან განხორციელდება თუ სხვა წყაროებიდან.
როგორია ელექტროენერგიის ტარიფები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში?
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს საქართველოს რეგიონებსა და თბილისის ნაწილში ელექტროენერგიის შეზღუდვა "ენგურჰესის" ავარიულად გათიშვამ გამოიწვია.
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური ავარიულად გამოირთო, რის გამოც საქართველოს რეგიონებს და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.