31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
25.05.2018 / 09:05
შრიფტის ზომა:

რა ღონისძიებებია დაგეგმილი ხვალ რუსთაველის გამზირზე?

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის იუბილეს აღსანიშნავად დედაქალაქის მერია რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებებს გეგმავს.

როგორც თბილისის მერიიდან გვაცნობეს, საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართება ასი პოსტერისგან შემდგარი გამოფენა "პოსტერი 100", რომელიც საიუბილეო თარიღს ეძღვნება.

რუსთაველის თეატრის წინ განთავსდება მოცულობითი ლოგო "100", რომელზეც დავით კაკაბაძის ცნობილი ფერწერული ტილოს პრინტი იქნება დატანილი, ხოლო ოპერის შენობის წინ მოეწყობა ინსტალაცია "100" - მოცულობითი ციფრები თანდართული საგამოფენო სტენდით და ჩამონტაჟებული ფოტომასალით.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ძველი კინოთეატრი გაცოცხლდება ოპერის მიმდებარედ, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თემატური რეკვიზიტი: ძველი ქართული ფილმების კადრები, აფიშები, სკამები, ფორტეპიანო. ამავე სივრცეში, სხვადასხვა ძველ ფილმთან ერთად წარმოდგენილი იქნება 25-წუთიანი ფილმი, სახელწოდებით "1918-2018".

პარლამენტის შენობის წინ მოეწყობა არაერთი სივრცე საბავშვო აქტივობების, კონცერტებისა და თამაშებისათვის. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, ასევე, გაიმართება საკარნავალო მსვლელობა - "ზღაპრულ სამყაროში მოგზაური მუსიკოსები“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 24 თემატურ კოსტიუმში გამოწყობილი არტისტი. პერფორმანსს სასულე ორკესტრი გააფორმებს.

რუსთაველის გამზირზე, ასევე, გაიმართება ყვავილების ფესტივალი, რომელიც, გარდა მცენარეების გამოფენისა, მწვანე გაკვეთილებსაც მოიცავს.

ამ დღესთან დაკავშირებით, დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს ბოტანიკური ბაღი.

საიუბილეო ღონისძიებები 11:00 საათიდან დაიწყება და გრანდიოზული გალა კონცერტით დაიხურება, რომელიც 21:00 საათზე ვარდების მოედანზე გაიმართება. გალა კონცერტის სცენა, წინა წლებისგან განსხვავებით, აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის ელემენტებითა და დეკორაციებით: ამრეკლავი იატაკით, ლედ განათებებით, აკუსტიკური კედლებით და ა.შ. ასევე, გასული 100 წლის სხვადასხვა პერიოდის აღსაქმელად განსხვავებული ხმოვანი არქიტექტურა იქნება გამოყენებული.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა ღონისძიებებია დაგეგმილი ხვალ რუსთაველის გამზირზე? | Allnews.Ge