
"აუდიტორია 115"-ის სტუდენტებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გია შარვაშიძისგან, რამდენიმე დაპირება უკვე მიიღეს.
გია შარვაშიძის თქმით, უნივერსიტეტში დაინერგება გარე რეფერირების მექანიზმი, სწავლებაში შემოვა მეცნიერება, რაც სტუდენტების მოთხოვნაა.
რექტორის თქმით, შედგება უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის შედგენაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სტუდენტები, ასევე "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები. შარვაშიძის თქმით, გარკვეული საკითხები დღეს აკადემიური საბჭოს სხდომაზე იქნება განხილული, რომელიც 16:00 საათზე გაიმართება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, გია შარვაშიძესთან "აუდიტორია 115"-ის სტუდენტების შხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
ის თსუ-ს შენობაში "აუდიტორია 115"-ში მიმდინარეობს. როგორც "აუდიტორია 115"-ის წევრმა სტუდენტებმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადეს, ისინი დიალოგის დაწყების წინააღმდეგი არ არიან, "თუმცა ძალიან ბევრი შეუსრულებელი დაპირება მიიღეს და რექტორის აღარ სჯერათ".
შეხვედრის დაწყებამდე უნივერსიტეტში დაპირისპირება მოხდა. "აუდიტორია 115"-ის წევრებმა უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დღეს სწავლის დაწებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალეს. მათ უნივერსიტეტის კიბეებზე გაშალეს დიდი პლაკატი წარწერით "მოვითხოვთ განათლების რეფორმას. აუდიტორია 115".
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოს მასშტაბით, ერთდროულად 6 ადგილას - თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.
ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 366 რეკრუტმა და 123 წვევამდელმა დადო.
თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიაზე, ერთი საჯარისო ნაწილი წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცების ფორმებითა და აღჭურვილობით, რომელიც მკვლევარების დახმარებით აღდგა.
თბილისში, ფიცის დადების ცერემონია ლიტვიდან მოწვეულმა ორკესტრმა გააფორმა. საქართველოს ჰიმნი საოპერო მომღერალმა ნინო მაჩაიძემ ოპერის გუნდთან ერთად შეასრულა. ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდა ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი "დიდება". ცერემონიას გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ესწრებიან.
მკითხველის კომენტარები
(0)