საზოგადოება
27.02.2017 / 07:02
შრიფტის ზომა:

მეუფე დიმიტრი - პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს

მეუფე დიმიტრი - პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს

ფაქსიმილეს გაქრობაზე ინფორმაცია ყურით მოტანილი ჭორია, საპატრიარქოდან არაფერი გამქრალა, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. მეუფე დიმიტრის თქმით, ამ კონტექსტში რამდენჯერმე გაიჟღერა პატრიარქის ანდერძის საკითხმა და გარკვეულმა ჯგუფმა ანდერძთან თავად მეუფე დიმიტრიც დააკავშირა, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა.

"პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს, ეს გამორიცხულია, აბსურდია. ანდერძში მხოლოდ მისი მოსაყდრეა მოხსენიებული, რომელმაც, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი, მისი გარდაცვალების შემდეგ დაკრძალვა უნდა უზრუნველყოს. სწორედ ანდერძით დასახელებული მესაყდრე მართავს და იწვევს საეკლესიო კრებას, სადაც წმინდა სინოდი მომავალ პატრიარქს აირჩევს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ვიმეორებ, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი, გარდაცვლილი უწმინდესი როგორ დატოვებს მემკვიდრეს მისი სურვილისამებრ, როდესაც ხშირია შემთხვევა, ცოცხალ პატრიარქსაც არ ეპუებიან. დიახ, ხანდახან ასეც ხდება - წმინდა სინოდი ცოცხალი ორგანიზამია და უამრავ საკითხს დიდხანს განიხილავენ, ბაასობენ. პატრიარქობის კანდიდატი წმინდა სინოდის 47-ვე წევრია, ასე რომ, ყველა შეიძლება მოიაზრებოდეს, ჩემს გარდა", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მეტროს მემანქანეები სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად 4 ივნისს გაფიცვას გეგმავენ | Allnews.Ge

მეტროს მემანქანეები სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად 4 ივნისს გაფიცვას გეგმავენ

მეტროს მემანქანეები ხელფასის მომატების მოთხოვნით, გაფიცვას 4 ივნისს აანონსებენ. როგორც Allnews.ge-ის მემანქანეების პროფკავშირის წევრმა არჩილ ლაბაძემ განუმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ სატრანსპორტო კომპანიას არანაირი შეთავაზება არ აქვს დასაქმებულების მიმართ, ისინი გაფიცვას გეგმავენ.

"3 ივნისამდე გვაქვს სასამართლო წესით გადავადება, სწორედ 3 ივნისს გადის ვადა და 4 ივნისიდან ვგეგმავთ გაფიცვას", - განმარტა არჩილ ლაბაძემ.

მეტროს თანამშრომლების ნაწილმა ხელფასების მომატების მოთხონით, გაფიცვა ჯერ კიდევ 2018 წლის 3 მაისს დაანონსეს, თუმცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიმართვის საფუძველზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გაფიცვა ერთი თვით, 2018 წლის 3 ივნისამდე, გადავადდა. მოგვიანებით, 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, "სამუშაო საათების განმავლობაში" პროფესიულ გაერთიანების წევრის მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა.

რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი თბილისში - იხილეთ ვაკანსიების მონიტორინგის შედეგები

არჩილ ლაბაძის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 მაისს უვადო შეზღუდვა გაფიცვაზე დაუწესა მხოლოდ და მხოლოდ მემანქანეებს. ლაბაძის თქმით, სასამართლოს გაფიცვის უფლება არ შეუზღუდავს ერთობა 2013-ის წევრებისთვის, რომლის 80%-ს მემანქანეები წარმოადგენენ, 20%-ს კი სხვა თანამშრომლები:

"მემანქანებიის მთლიანი 100% მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ არის მიღებული, ამიტომ მემანქანეები არ ემორჩილებიან სასამართლოს წესდებას და რა თქმა უნდა, აპირებენ გაფიცვაში მონაწილეობის მიღებას".

არჩილ ლაბაძის განმარტებით, მათი მოთხოვნა სამართლიანი ანაზღაურების მიღებაა.

"მხედველობაში გვაქვს ხელფასის 45%-იანი მატება, რაც დავის დაწყებიდან დავაანონსეთ, რაც გულისხმობს ანაზღაურების, დაახლოებით 300-დან 400 ლარამდე მომატებას მემანქანეებისთის, სხვა თანამშრომლებისთვის ეს კიდევ უფრო დაბალი იქნება. მემანქანის დღევანდელი ანაზღაურება 1100-დან 1200 ლარამდე მერყეობს. ანაზღაურება ნამუშევარ საათებზე არის დამოკიდებული. მემანქანე თვეში 150 საათის განმავლობაში მუშაობს და საათში 6,92 ლარს იღებს ხელფასის სახით. ასევე მოქმედებს დანამატები მემანქანეებისთვის, რომლებიც მძიმე პირობებში მუშაობენ, რაც შეადგენს 55 ლარს და ღამის საათებში მუშაობისთვის ერიცხებათ დამატებით 30-დან 50 ლარამდე. ჩვენი მოთხოვნა სწორედ ეს არის,  რომ 1500-1600 ლარამდე გაიზარდოს მემანქანის ხელფასი", - ამბობს მემანქანეების პროფკავშირის წარმომადგენელი.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მემანქანეებისთვის ხელფასის გაზრდას არ აპირებს.