საინტერესო
27.03.2018 / 09:03
შრიფტის ზომა:

მძღოლების 7 ჩვევა, რომელიც მანქანას ანადგურებს

მძღოლების 7 ჩვევა, რომელიც მანქანას ანადგურებს

მძღოლობა არცისე ადვილია, როგორც ეს ბევრს ჰგონია. გამოცდილების მატებასთან ერთად, მძღოლი ბევრ რამეს ავტომატურად აკეთებს. ის ბევრ ჩვევას გამოიმუშავებს, რომლებიც უსაფრთხო მართვაში ეხმარება, მაგრამ ზოგი ჩვევა შეიძლება მავნებელიც იყოს. მავნებელი მანქანისთვის და მისი მფლობელის ჯიბისთვის. გადაჩვევა კი ძნელია. წარმოდგიდგენთ მძღოლების ყველაზე გავრცელებულ მავნე ჩვევებს.

1. გადაცემების გადასართავ ბერკეტზე დაყრდნობა

ეს უცნაური თვისება საკმაოდ ბევრ მძღოლს სჩვევია. არადა, ყველამ იცის, რომ ორივე ხელი საჭის სამართავად უნდა გამოიყენოს. ბერკეტზე ხელით დაყრდნობა რეკომენდებული არ არის.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

2. საწვავის ჩასხმა მხოლოდ მაშინ, როცა ავზი ცარიელია

დგომისას ავზის ძირზე, საწვავში არსებული მექანიკური მინარევები ილექება. და თუ ავზში ცოტა საწვავია, საწვავის სისტემაში ეს მინარევები შეიწოვება, რომლებიც ტუმბოს და ფილტრს აზიანებენ. ზამთარში ავზი სანახევროდ მაინც უნდა იყოს სავსე, რათა იქ დიდი რაოდენობით კონდენსატები არ წარმოიქმნას.

3. ხშირი დამუხრუჭება

წინა მანქანასთან უსაფრთხო დისტანციის დაჭერას და ნაკადის სიჩქარით გადაადგილებას ავტო სკოლაში ასწავლიან, მაგრამ თუ საჭიროების გარეშე, ხშირად ამუხრუჭებთ, მაშინ სამუხრუჭე ხუნდების და დისკოების ხშირად შეცვლა მოგიწევთ. იმისათვის, რომ ხშირი დამუხრუჭება არ დაგჭირდეთ, ნაკადის სიჩქარესთან მიახლოებულ ტემპში უნდა იმოძრაოთ.

4. უჩვეულო ხმების იგნორირება

როცა ავტომობილს დიდხანს მართავ, ყველა უჩვეულო ხმას, თუნდაც უმნიშვნელოს, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ის შესაძლოა გაუმართაობის ნიშანი იყოს. თუ ასე არ მოიქცევით, მაშინ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოთ. თანაც შეუსაბამო მომენტში. სჯობს ხმაზე რეაგირება დროული იყოს, დიაგნოსტიკურ ცენტრში გაუმართაობას მიაგნებენ და მისი გამოსწორება უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე მაშინ, როცა ის სერიოზულ პრობლემამდე მიგიყვანთ. თანაც, ასე საკუთარ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფთ;

წაიკითხეთ გაგრძელება

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ახალი გარემოებები დაასახელა - რას ელიან დაცვის მხარის ადვოკატები | Allnews.Ge

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ახალი გარემოებები დაასახელა - რას ელიან დაცვის მხარის ადვოკატები

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ინგა შარაშენიძის მტკიცებით, ბრალდებულმა ჩვენებაში არაერთ ახალ გარემოებაზე ისაუბრა. როგორც მან სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულის მიერ დასახელებული ახალი გარემოებები უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ პროკურატურამ უკვე წარმოებაში მყოფ საქმეზე, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთოს. ადვოკატის თქმით, ის ელოდება ბრალდებულის ჩვენებაში გაჟღერებულ ინფორმაციებზე რეაგირების მოხდენას.

"ბრალდებულმა ახალ გარემოებებზე ნამდვილად ისაუბრა და რამდენიმე პირის მიმართ იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები დასახელებული. აღნიშნულზე რეაგირებას ველოდები და ვფიქრობ, მისი ჩვენება სასამართლომ უნდა გაიზიაროს. როდესაც ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ გარკვეული მოწმეები არანაირ კავშირში არ არიან ამ საქმესთან, დღეს ბრალდებულის ჩვენებით ირკვევა, რომ აღნიშნული საქმეთან კავშირში იყო და მათაც მიუძღოდათ წვლილი დანაშაულის ჩადენაში. საუბარი მაქვს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ არასრულწლოვანზე", - განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

ინგა შარაშენიძე სასამართლოს დადებით გადაწყვეტილებას ელოდება, ვინაიდან, მისი თქმით, დადასტურდა ის, თუ რა გააკეთა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა. ადვოკატის თქმით, მხარეები სავარაუდოდ დღეს სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვებით წარდგებიან. მისივე თქმით, ბრალდებულიც ასევე გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას და დასკვნითი სიტყვების შემდეგ სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს.

"ვაპირებ დასკვნით სიტყვაში განვმარტო და დავასაბუთო, თუ ვის და რის მიერაა დაზიანებები მიყენებული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ასევე აპირებს საბოლოო სიტყვით სარგებლობას და სასამართლოსთვის მიმართვას. ველოდები, რა თქმა უნდა, სასამართლოს დადებით გადაწყვეტილებას. მე ვთვლი, რომ დადასტურდა ის, თუ რა გააკეთა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა.

დეტალებზე ამ ეტაპზე არ შემიძლია ვისაუბრო, თუმცა ძალიან ბევრი რამ გამოიკვეთა მაია ნიკოლეიშვილისა და ომარ ჯოხაძის დასკვნით. ძალიან ბევრი ისეთი გარემოებაა, რომ გამოძიება გაგრძელდეს და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი უნდა დაისაჯოს. არამარტო ის პირები, ვისზეც აქამდე მიმდინარეობდა აპელირება, არამედ სხვა პირებსაც აქვთ დანაშაული ჩადენილი", - აღნიშნა ინგა შარაშენიძემ.

ადვოკატი ასევე ვარაუდობს, რომ სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტიოლებას 30 მაისს გამოიტანს.

"ჩვენ საბოლოოდ ვითხოვთ ერთ რამეს, რომ კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიეცნენ და დაისაჯონ იმ ქმედების ადეკვატურად, რაც მათ ჩაიდინეს", - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს დაცვის მხარე სასამართლოზე დასკვნითი სიტყვით წარდგება, სადაც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს დეტალურად მიმოიხილავს და გააანალიზებს.

"დაცვის მხარე ვაპირებთ, დასკვნით სიტყვაში დეტალურად მიმოვიხილოთ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გავაანალიზოთ მტკიცებულებები და მე დარწმუნებული ვარ, სასამართლო, მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, აუცილებლად მივა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია საერთოდ აცდენილია ჭეშმარიტებას, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია არის დამაჯერებლი, უტყუარი, რომელიც სასამართლომ უნდა გაიზიაროს.

დღეს ბრალდებულის დაკითხვით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც დაცვის მხარე მთელი სასამართლო განხილვებისას ვაპელირებდით. ჩვენ საბოლოოდ ვითხოვთ ერთ რამეს, რომ კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიეცნენ და დაისაჯონ იმ ქმედების ადეკვატურად, რაც მათ ჩაიდინეს და ასევე პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, ვინც ჩაიდინა დანაშაული და საერთოდ არ აქვს ბრალი წაყენებული. საგამოძიებო ორგანოს აქვს ყველა მასალა და მტკიცებულება, რომ ეს საქმე როგორმე გადავიდეს სწორ რელსებზე და ადეკვატური შეფასება მიეცეს თითოეული პირის ქმედებებს", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.