06 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისში აღმაშენებლის ხეივნის რეაბილიტაცია იგეგმება | Allnews.Ge

თბილისში აღმაშენებლის ხეივნის რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისის მერია აღმაშენებლის ხეივანში გზის რეაბილიტაციას გეგმავს. ამის შესახებ Allnews.ge-ს მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, აღმაშენებლის ხეივნის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოებისთვის განსაზღვრულია 120 000 ლარი, შესაბამისი ტენდერი კი 5 ივნისს გაიხსნება.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სატენდერო დოკუმენტაციაშია განმარტებული, 19 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე (მონაკვეთის სიგრძე დასაზუსტებელია) გზის საფარი ამორტიზებულია, შეიმჩნევა ორმოები, გრძივი და განივი ბზარები. ანალოგიური დაზიანებებია ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზეც. გარდა ამისა, აღდგენა-რეაბილიტაციას სანიაღვრე ქსელიც საჭიროებს.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი ვალდებული იქნება, აღმაშენებლის ხეივანში სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოები ჩაატაროს და ორფენიანი საგზაო სამოსის გათვალისწინებით არსებული საავტომობილო გზის რებილიტაცია-რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეადგინოს, რაც აღნიშნულ მონაკვეთზე გზის ძირითადი ტექნიკური ეკონომიკური და ზოგადი სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლების მონაცემების განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას გულისხმობს.

გარდა ამისა, სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ აღმაშენებლის ხეივანში აუცილებელია შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელებისა და ტროტუარების მოწყობა.

როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, გამარჯვებულმა კომპანიამ აღმაშენებლის ხეივნის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია გამარჯვებიდან 6 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება.

ხოლო შეკითხვაზე, გადაიკეტება თუ არა აღმაშენებლის ხეივანი და სად იმოძრავებენ ავტომობილები, კეთიმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.