31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დედაქალაქის ქუჩები, სადაც ხვალ გაზის და დენის მიწოდება შეწყდება | Allnews.Ge

დედაქალაქის ქუჩები, სადაც ხვალ გაზის და დენის მიწოდება შეწყდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ რამდენიმე უბნის მოსახლეობას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც კომპანია "თელასიდან" იტყობინება, 31 მაისს კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, მაიაკოვსკის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ტერევენკოს და ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, სამგორის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სადმელის, გამყრელიძის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ველისციხის, ჩარგლის, სამოცდამეცამეტე, ავშნის და ფირცხალავას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), დელისის, ასათიანის, ნიკო ბურის და ნესტან-დარეჯანის ქუჩების მცხოვრებლებს.

რაც შეეხება გაზმომარაგებას, გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, ხუთშაბათს, 31 მაისს, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება კრწანისში, რუსთავის გზატკეცილის №257, №259 და №261-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

ასევე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დილის 10:30 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში გაბაშვილის ქუჩის №1, №2, №3, №4 და №5-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.