
დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება 2-3 დღეში არ გვეყოლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს სისტემის დანგრევას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა, ზვიად კუპრავამ განუცხადა.
ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან გაშლილ კარვებთან უკვე იმყოფებიან 51-ე სკოლის მოსწავლეები, ასევე პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი და სხვა პირები.
როგორც ზვიად კუპრავამ განაცხადა, დღეს, 16:00 საათზე გასამართ აქციაზე ისინი მხარდამჭერებს ელოდებიან ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თელავიდან. ასევე აქციაზე ჩამოვლენ პანკისის ხეობის მკვიდრნი.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ჩვენი საბოლოო მიზანია სისტემის დანგრევა. დარწმუნებული ვარ, 2-3 დღეში ხელისუფლება არ გვეყოლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს სისტემის დანგრევას. ახალი ხელისუფლება, რომელიც მოვა, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის ძალოვანი უწყებები შსს, პროკურატურა და სასამართლო იქნება კანონზე დაფუძნებული და ხალხზე ორიენტირებული. ხოლო თუ აშენდება მსგავსი ტიპის ძალოვანი უწყებები საქართველოში, კანონზე დაფუძნებული და ხალხზე ორიენტირებული, ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით, რომ მიზანს მივაღწიეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი მთავრობა ამ მთავრობის ბედს გაიზიარებს", - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
აქციაზე მოძრაობის "ნუ მომკლავ" წევრებიც იმყოფებიან.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება 2-3 დღეში არ გვეყოლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს სისტემის დანგრევას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა, ზვიად კუპრავამ განუცხადა.
ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან გაშლილ კარვებთან უკვე იმყოფებიან 51-ე სკოლის მოსწავლეები, ასევე პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი და სხვა პირები.
როგორც ზვიად კუპრავამ განაცხადა, დღეს, 16:00 საათზე გასამართ აქციაზე ისინი მხარდამჭერებს ელოდებიან ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თელავიდან. ასევე აქციაზე ჩამოვლენ პანკისის ხეობის მკვიდრნი.
"ჩვენი საბოლოო მიზანია სისტემის დანგრევა. დარწმუნებული ვარ, 2-3 დღეში ხელისუფლება არ გვეყოლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს სისტემის დანგრევას. ახალი ხელისუფლება, რომელიც მოვა, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის ძალოვანი უწყებები შსს, პროკურატურა და სასამართლო იქნება კანონზე დაფუძნებული და ხალხზე ორიენტირებული. ხოლო თუ აშენდება მსგავსი ტიპის ძალოვანი უწყებები საქართველოში, კანონზე დაფუძნებული და ხალხზე ორიენტირებული, ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით, რომ მიზანს მივაღწიეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი მთავრობა ამ მთავრობის ბედს გაიზიარებს", - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
აქციაზე მოძრაობის "ნუ მომკლავ" წევრებიც იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები
(18)
ახია ჩვენ ხელისუფლებაზე ყველაფერი, შენ და შენისთანა ნაძირალები, 2012-ის 2 ოქტომბრის ღამითვე ციხეებში რომ არ შეგყარათ და ზუსტად თქვენივე მეთოდებით არ გაგცათ პასუხი იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სარწმუნოების წინააღმდეგ აკეთებდით და ეხლა ყველა სოროებიდან გამოიჭყიტებოდით, ამდენ სისაძაგლეებს ვეღარ გააკეთებდით.
ეს ვინ გეპატრონება უბედურო საქართველო! ნუთუ მართლა გადაშენდა ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი კაცი? ესენი ვინ არიან და რა უნდათ საერთოდ?!