
მირზა სუბელიანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დღეს კალანდიების ოჯახში იმყოფებოდა, - ამის შესახებ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, მირზა სუბელიანი საზოგადოებრივი მაუწყებელთან საუბრობს.
მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის ბრალდებას მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით ვერ უპასუხებს და აცხადებს, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა.
"ამ შეკითხვაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, ეს გამოძიების პრეროგატივაა. შესაბამისად, გამოძიება მიდის და თუ რამე კითხვის ნიშნები იარსებებს ჩემ მიმართ, მზად ვარ, პასუხი გავცე. ვერ შევალ საქმის განხილვაში, ვერც ვერავის დავადანაშაულებ და ვერც საკუთარი თავის დაცვას დავიწყებ, მე დასაცავი არაფერი მაქვს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ერთვის, შესაბამისად, ამ მიმართულებით არის შეკითხვები და ამ მიმართულებით ამომწურავ პასუხს მე გავცემ გამოძიებას. ვადასტურებ, რომ ვიმყოფებოდი კალანდიების ოჯახში. მივედი ჩემს შვილთან, წამოვიყვანე შვილი და გამოვაცხადე სამართალდამცავ ორგანოში. პირველად ჩემი შვილი დაიკითხა. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტებს, მტკიცებულებების განადგურებებს, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩემი ქვისლი ამჟამად დაპატიმრებულია, ზის, ორი ბავშვი პასუხისგებაშია მიცემული და ეს არის ჩემი კომენტარი. დანარჩენი, გამოძიების დეტალებში, მოარულ ჭორებში რა და როგორ ვრცელდება, მე პასუხს ვერ გაგცემთ. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა", - განაცხადა მირზა სუბელიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.
ამასთან, მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ მომხდარა, შესაბამისად, რამე ტიპის კადრებზე საუბარი ზედმეტია.
"არანაირ კადრებზე, არანაირ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე საუბარი ჩემთან არ ყოფილა და ფიზიკურად ეს ვერ იქნებოდა. დასკვნა, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ დადასტურდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის დაწერილი ჩემ მიერ. შესაბამისად, ფაქტი იმისა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა მოხდა, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი რამ არ მომხდარა", - აღნიშნა სუბელიანმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა, მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ის საქართველოდან არსად წასულა, მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მირზა სუბელიანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დღეს კალანდიების ოჯახში იმყოფებოდა, - ამის შესახებ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, მირზა სუბელიანი საზოგადოებრივი მაუწყებელთან საუბრობს.
მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის ბრალდებას მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით ვერ უპასუხებს და აცხადებს, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა.
"ამ შეკითხვაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, ეს გამოძიების პრეროგატივაა. შესაბამისად, გამოძიება მიდის და თუ რამე კითხვის ნიშნები იარსებებს ჩემ მიმართ, მზად ვარ, პასუხი გავცე. ვერ შევალ საქმის განხილვაში, ვერც ვერავის დავადანაშაულებ და ვერც საკუთარი თავის დაცვას დავიწყებ, მე დასაცავი არაფერი მაქვს.
ეს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ერთვის, შესაბამისად, ამ მიმართულებით არის შეკითხვები და ამ მიმართულებით ამომწურავ პასუხს მე გავცემ გამოძიებას. ვადასტურებ, რომ ვიმყოფებოდი კალანდიების ოჯახში. მივედი ჩემს შვილთან, წამოვიყვანე შვილი და გამოვაცხადე სამართალდამცავ ორგანოში. პირველად ჩემი შვილი დაიკითხა. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტებს, მტკიცებულებების განადგურებებს, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩემი ქვისლი ამჟამად დაპატიმრებულია, ზის, ორი ბავშვი პასუხისგებაშია მიცემული და ეს არის ჩემი კომენტარი. დანარჩენი, გამოძიების დეტალებში, მოარულ ჭორებში რა და როგორ ვრცელდება, მე პასუხს ვერ გაგცემთ. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა", - განაცხადა მირზა სუბელიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.
ამასთან, მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ მომხდარა, შესაბამისად, რამე ტიპის კადრებზე საუბარი ზედმეტია.
"არანაირ კადრებზე, არანაირ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე საუბარი ჩემთან არ ყოფილა და ფიზიკურად ეს ვერ იქნებოდა. დასკვნა, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ დადასტურდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის დაწერილი ჩემ მიერ. შესაბამისად, ფაქტი იმისა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა მოხდა, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი რამ არ მომხდარა", - აღნიშნა სუბელიანმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა, მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ის საქართველოდან არსად წასულა, მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
მკითხველის კომენტარები
(0)