02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ეწინააღმდეგება თუ არა კანონს მეტროს თანაშრომლების გაფიცვა? | Allnews.Ge

ეწინააღმდეგება თუ არა კანონს მეტროს თანაშრომლების გაფიცვა?

მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა სწორედ დასვენების დროის განმავლობაში მოახდინეს, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ქმედებები, კანონის ფარგლებში ჯდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, თათული თოდუამ განუცხადა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გლდანის დეპოს შესასვლელთან მოშიმშილეთა აქციის კანონთან შესაბამისობა შეაჯამა. თათული თოდუას განცხადებით, სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში თბილისის მეტროს გარშემო მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება. მისივე განცხადებით, სახალხო დამცველის ინტერესის საგანი გახდა სასამართლოს მიერ მემანქანეთა გაფიცვის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები.

"ბოლო გადაწყვეტილება, რომლითაც მემანქანეებს სამუშაოს დროს გაფიცვა განუსაზღვრელი დროით შეეზღუდათ, ასევე გახდა სახალხო დამცველის მხრიდან შეფასების საგანი და ის შეფასდა, როგორც საზიანო და საშიში პრეცედენტი. რაც შეეხება დღევანდელ მოვლენებს, რამდენად კანონიერ ჩარჩოში მიმდინარეობს, ჩვენ ვიცით მემანქანეების პოზიცია: მათ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით გაფიცვა სწორედ დასვენების დროის განმავლობაში მოახდინეს.

მეტროს გაფიცული თანამშრომლები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ - შეხვედრის შედეგები

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება კანონის ფარგლებში ჯდება. შესაბამისად, შეუძლებელია საუბარი იყოს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე და პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე. გაფიცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც აქვთ დასაქმებულებს, პროფკავშირს და ამ უფლების რეალიზაციის ძირითადი არსი გამოიხატება იმაში, რომ დასაქმებულზე რაც შეიძლება დიდი წნეხი განხორციელდეს. მას მიადგეს ზარალიც კი, სერვისების შეჩერებისა და სამუშაოს შეუსრულებლობით, რათა დასაქმებულებმა თავიანთი ინტერესები დაიკმაყოფილონ, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდება", – განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

თათული თოდუას თქმით, მნიშვნელოვანია, შედგეს მოლაპარაკება თბილისის მერიასა და დასაქმებულებს შორის და შედგეს შეთანხმება კონსენსუსზე, რათა თავიდან იქნას აცილებული მომავალში მოვლენების გამწვავება.

გაფიცვის უჩვეულო ფორმა, რომელიც იაპონიაში ავტობუსების მძღოლებმა გამოიყენეს