29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
01.02.2018 / 06:02
შრიფტის ზომა:

ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი გუშინ საავადმყოფოში მოხვდა

ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი გუშინ საავადმყოფოში მოხვდა

თბილისის ზღვის ტურბაზასთან, დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი გუშინ საავადმყოფოში მოხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პედიატრმა თამარ გაბრიჩიძემ განუცხადა, ბავშვების დახმარება ინფუზიის მიმართულებით განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, პაციენტებს პირღებინება აღენიშნებოდათ. პედიატრი ვერ აკონკრეტებს, რას შეიძლება გამოეწვია ბავშვების ინტოქსიკაცია.

"მოიყვანეს საბავშვო ბაღიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარებით. დიაგნოზი იყო გულისრევა და პირღებინება. დახმარება მიდის ინფუზიის მიმართულებით, უტარდებათ გადასხმა. გაკეთებულია სისხლის საერთო ანალიზი, მაგრამ იმის დიაგნოსტირება, რომ ეს არის კვებითი ფაქტორი, რომ ეს იყო ბანანიდან გამოწვეული, ამას ჩვენ ვერ ვადასტურებთ", - განაცხადა თამარ გაბრიჩიძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"სტაციონარშიც არ არიან გადაყვანილი. საგანგაშო არაფერია. მიზეზებს კონკრეტული კვლევები გვანახებს", - აღნიშნა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, ექსპერტიზაზე გაიგზავნა "საეჭვო პროდუქტები, მათ შორის ბანანი".

როგორც ექიმებმა აღნიშნეს, ბავშვების პირღებინება საკვებიდან გამომდინარე არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბაგა-ბაღ "იმედის" ორი აღსაზრდელის მშობელმა ქრისტინე კილასონიამ განუცხადა.

მისი თქმით, ბაღის სამი აღსაზრდელიდან ორი მისი შვილია. ქრისტინე კილასონიას განცხადებით, სავარაუდოდ, ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზი საკვები არ უნდა იყოს, რადგან ბაღის სხვა აღსაზრდელები კარგად არიან.

"პირღებინებით გადმოვიყვანე ორივე - 4 და 2 წლის ბიჭები. მხოლოდ პირღებინება აღენიშნებოდათ, სხვა არაფერი. ამ ეტაპზე ველოდები ანალიზის პასუხებს და მეუბნებიან, რომ 3-4 საათში სახლში ვიქნებით. არანაირი საგანგაშო სიტუაცია არაა. საკვებიდან გამომდინარეც არ არის, როგორც ექიმებმა აღნიშნეს. ბაღი იტყვის ალბათ ყველაფერს", - განაცხადა გუშინ ქრისტინე კილასონიამ.

თბილისის ზღვის ტურბაზაზე მდებარე საჯარო ბაღის სამი აღსაზრდელი გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ პირღებინება აღენიშნებოდათ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დეკანოზი შიო მენაბდე - ჩემთვის მიუღებელია საუბარი, რომ თითქოს ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას ვითხოვ | Allnews.Ge

დეკანოზი შიო მენაბდე - ჩემთვის მიუღებელია საუბარი, რომ თითქოს ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას ვითხოვ

ითქვა, თითქოს ვცდილობ ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ. ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მით უმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია - ამის შესახებ დეკანოზი შიო მენაბდე, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა, "ფეისბუქში" განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამასთან, დეკანოზის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური გამოძიებით მისი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.

"ქრისტესმიერი მშვიდობა და სიყვარული ყოველ თქვენგანს. მოგმართავთ ბოლო დროს მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელმაც შეძრა საქართველო და, სამწუხაროდ, შეეხო ჩემს ოჯახსაც.

მასმედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება აქციაზე დავაფიქსირე. ეს სიმართლე არ არის. ტაძრის ამბიონის გარდა, ამ თემაზე საჯაროდ არსად მისაუბრია, მეტიც, არ ვყოფილვარ არცერთ შეკრებაზე და მით უმეტეს, არ ვარ რაიმე კავშირსა თუ დაჯგუფებაში გაერთიანებული.

ითქვა ისიც, თითქოს ვცდილობ ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ. ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მით უმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ხუთი თვის განმავლობაში მრავალგზის იყო დაკითხვაზე, მათთან ერთად ვიყავით მშობლებიც და, რა თქმა უნდა, შევხვდით გარდაცვლილების მშობლებსაც და ვუპასუხეთ მათ შეკითხვებს.

მოგმართავთ ყველას, ვისაც ნამდვილად გული შეგტკივათ მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო: ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და თავი შეიკავეთ ნებსით თუ უნებლიე ცილისწამებისაგან, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდებს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს.

იმედი მაქვს, გაირკვევა სიმართლე და თუ ობიექტური გამოძიებით ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, რაც, პირველ რიგში, მისი სულისათვის იქნება სასარგებლო.

კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საშინელი ფაქტის გამო, გულითადად ვუსამძიმრებ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს, ახლობლებს.

უფალმა მოიხსენოს და აცხოვნოს სულნი ახლადშესვენებულთა დავითისა და ლევანისა"-წერს დეკანოზი შიო მენაბდე.