05 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მეტროპოლიტენის თანამშრომლებს განვუცხადე, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა - ნინო ლომჯარია | Allnews.Ge

მეტროპოლიტენის თანამშრომლებს განვუცხადე, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა - ნინო ლომჯარია

მეტროპოლიტენის თანამშრომლებს განვუცხადე, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და იმისთვის, რომ გაფიცვა არ გასცდეს კანონის ფარგლებს, მათ უნდა იპოვონ კონსენსუსი მოლაპარაკების გზით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნინო ლომჯარიამ მოშიმშილეების პრობლემები მოისმინა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მემანქანეეების გაფიცვის თაობაზე მიიღო, შრომის კანონს ეწინააღმდეგება.

"გაფიცვის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. შესაბამისად, მე როგორც სახალხო დამცველი, რომელიც ვარ ამ ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველი, ჩემს როლს ვხედავ იმაში, რომ არც ერთმა საჯარო უწყებამ თუ კომპანიამ არ დაარღვიოს გაფიცვის უფლება.

ვფიქრობ, რომ დღეს სამართლებრივად ცოტა რთულ ვითარებაშია საქმე შესული, იქიდან გამომდინარე, რომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, როდესაც თქვა, რომ შეიძლება გაფიცვის უფლება, ფაქტობრივად, უვადოდ იყოს გადავადებული, რაც ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობას. ვფიქრობ, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება შრომის უფლებებთან მიმართებაში. სახალხო დამცველი მოამზადებს სასამართლო მეგობრის მოსაზრებას და წარუდგენს სასამართლოს განხილვის ეტაპზე“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

"ფეხით მოვედი ნახალოვკიდან საბურთალომდე" - რა ხდება დედაქალაქში როდესაც მეტრო არ მუშაობს?

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, გაფიცულ მემანქანეებს უთხრა, რომ მოლაპარაკებებს ალეტერნატივა არ აქვს და იმისთვის, რომ გაფიცვა არ გასცდეს კანონის ფარგლებს, მათ უნდა იპოვონ კონსენსუსი მოლაპარაკების გზით.

"თუ იქნება სახალხო დამცველის ჩართულობის საჭიროება, შემიძლია საჯაროდაც მივმართო მუნიციპალიტეტს, სატრანსპორტო კომპანიას, რომ შეგვიძლია სახალხო დამცველის აპარატს, ან პირადად მეც, ჩავერთო ამ პროცესში", - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, მემანქანეები კვირას გაიფიცნენ და შიმშილობა დაიწყეს. ორშაბათიდან კი მეტროსადგურები დაიკეტა. გაფიცულების განცხადებით, პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები ხელფასების მომატებაზე, არ დაკმაყოფილდება.

რამდენია მეტროს მემანქანეების ხელფასი? - თბილისის სატრანსპორტო კომპანია მათთან დადებულ ხელშეკრულებას აქვეყნებს