09 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
05.06.2018 / 13:06
შრიფტის ზომა:

თუ გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაგვეზრდება ხელფასები, მუშაობას ხვალიდან განვაახლებთ - მემანქანე

თუ მხარეებს შორის დოკუმენტურად გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან გაგვეზრდება ხელფასები, მუშაობას ხვალ დილიდანვე განვაახლებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მემანქანე ზაზა ბარბაქაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მემანქანეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია არსებობს.

"ჩვენ არასდროს არ დაგვიყენებია საკითხი, რომ დღესვე მოხდეს ხელფასის მატება. თუმცა, ხელმოწერილი საბუთი, დოკუმენტი უნდა შედგეს იმისთვის, რომ 2019 წლის იანვარში იყოს ის, რასაც ვითხოვთ. ვფიქრობთ, რომ ამ თემაზე შეთანხმება უნდა შედგეს. გუშინ მოვიდნენ მერი და ვიცე-მერი გაფიცულებთან. მათ აქ საზოგადოებას უთხრეს, რომ ასეთ სიტუაციაში ვართ და ხალხმაც გაიგო. თუმცა, ხელმოწერილი დოკუმენტი მოითხოვა ხალხმა. გვაქვს კომუნიკაცია, ისინიც ფიქრობენ, ჩვენც ვფიქრობთ. თუ ეს შეთანხმება უახლოეს პერიოდში შედგა, მეტრო აუცილებლად ამუშავდება ხვალ დილიდან. თუმცა, არ მგონია, რომ 06:00 საათიდან ამუშავდეს, ვინაიდან მემანქანეები ნაშიმშილები არიან და დასვენება უნდათ. თუ ეს შეთანხმება აუცილებლად გაფორმდება, ალბათ, 08:00 საათიდან შევძლებთ მუშაობას. კომუნიკაცია გვაქვს მერიის სამსახურებთან. ამის თაობაზე ყველა მემანქანე არ არის ინფორმირებული იმიტომ, რომ ზოგი ამ წუთში აქ არის. როცა შეთანხმება შედგება, ყველა იქნება ინფორმირებული", - განაცხადა ბარბაქაძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თუ გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაგვეზრდება ხელფასები, მუშაობას ხვალიდან განვაახლებთ - მემანქანე | Allnews.Ge