როგორ მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იმ რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც მოსახლეობამ ძლიერი მიწისძვრის დროს უნდა გაითვალისწინოს.
"როგორ მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ შენობაში ვიმყოფებით:
თუ სუსტი მიწისძვრაა, არ შეშინდეთ, უმჯობესია დარჩეთ იქ, სადაც ხართ; სასწრაფოდ დატოვეთ შენობა კიბით ან პირველი სართულის ფანჯრებიდან; მეორე სართულზე და უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას; არ ისარგებლოთ ლიფტით; დადექით შიდა კედელთან კუთხეში, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან; თუ შენობა ძველია და კედლები არასაიმედოა, შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ; არ ისარგებლოთ ასანთით;
როგორ მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით:
გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემებისაგან; არ დადგეთ ხიდზე ან მის ქვეშ", - ნათქვამია რეკომენდაციებში.
მკითხველის კომენტარები
(2)
აბაა, თანაც ახალაშენებულ კორპუსებში უშანსოა ადამიანი საერთოდ , ძლიერი მიწისძვრის დროს.
მიწისძვრა რამოდენიმე წამი გრძელდება, ეს დროს შიშისგან გამოფხიზლებისთვისაც კი არ არის საკმარისი, არათუ სახლიდან გაიქცე, მით უფრო თუ მაღალსართულიანში ხარ, ასე რომ დაეტია ერთ ადგილას რა..:)))