30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
08.06.2018 / 08:06
შრიფტის ზომა:

"ბესელიას გარდა ყველას ვენდობი კომისიაში" - ზაზა სარალიძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს

 ზაზა სარალიძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს. როგორც ზაზა სარალიძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელთან, სერგი კაპანაძესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ის კომისიაში მხოლოდ ეკა ბესელიას არ ენდობა. ამასთან, სარალიძის თქმით, კომისიის თავმჯდომარეს დეტალურად მიაწვდის ყველა ინფორმაციას, რაც მას ამ საქმეზე გააჩნია.

"ბესელიას გარდა ყველას ვენდობი კომისიაში. ადამიანი, რომელიც მადანაშაულებს, რომ თითქოს რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას მივეცი საშუალება ჩემი შვილის სულით მანიპულირების, ამ ადამიანს მე არ ვენდობი. დავაყენებ მისი კომისიიდან აცილების საკითხს. ყველა ინფორმაციას მივაწვდი კომისიას, რაც გამაჩნია დეტალებში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კომისია გამოავლენს ყველა იმ პირს, ვინც ეს საქმე შეკერა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ზაზა სარალიძე აქციების გაგრძელებას იმ შემთხვევაში აპირებს, თუ ხელისუფლება 10 ივნისამდე კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგმება, ის 10 ივნისს პოლიტიკური პარტიების მიერ დაანონსებულ აქციაზე აუცილებლად მივა. სარალიძის თქმით, მან დაასახელა კონკრეტული გვარები, ვისი დაკავების სრული საფუძველიც არსებობს.

"10 ივნისამდე ველოდები კონკრეტულ ნაბიჯებს. გამოძიების შედეგები მე ძალიან კარგად ვიცი. ჩემი გეგმებიც ყველამ ძალიან კარგად იცის. 10 რიცხვამდე მივეცი ვადა და ჩამოვთვალე კონკრეტული პირები, რომელთა დაკავების სრული საფუძველი გააჩნიათ. ამ პირებს თუ არ დააკავებენ, გაგრძელდება აქციები სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე ასევე ეხმაურება გუშინ შსს-ში მირზა სუბელიანის გამოკითხვას:

"თქვენ გგონიათ, რომ 9 საათი ჭირდებოდა ამ კაცის დაკითხვას? მე არ მგონია, რომ ეს იქ დასაკითხად ყოფილიყო. ალბათ მოლაპარაკება მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, დაეკავებინათ თუ არა. პირველი დაკითხვაა ზოგადად გრძელვადიანი და მერე ინფორმაციის დაზუსტებები ხდება, რაც დაახლოებით 1 ან 2 საათს გრძელდება", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას ინფორმაცია ამ საქმეში მაღალჩინოსნების ჩარევაზე, ზაზა სარალიძემ განმარტა, რომ "კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე ჯერ არ გასულა და როგორც კი გამოავლენს ვინმეს, საჯაროდ დაასახელებს ყველას".

ამასთან, როგორც სარალიძემ აღნიშნა, ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დაკავება მან პირველივე დღეს მოითხოვა, მაგრამ ფაქტია, რომ ის არ დაუკავებიათ.

მკითხველის კომენტარები
(2)

Nik
09 ივნისი , 2018 03:06

Beselia ro ar laparakobs mashinac ityueba, nu habitusi..

ლილიანა
08 ივნისი , 2018 12:06

თუ ბატონი ზაზა ყველაფერს სკეპტიკურადუყურებს, მაშინ რა აზრი ჰქონდა კომისიის შექმნას, მხოლოდ ის, რომ მერე ტელევიზიებს თემა ჰქონდეთ?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"ბესელიას გარდა ყველას ვენდობი კომისიაში" - ზაზა სარალიძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს | Allnews.Ge