01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
27.03.2019 / 08:03
შრიფტის ზომა:

ოთხი დღე საპენსიო სქემიდან გასვლამდე - როგორ შეძლებთ სისტემის დატოვებას

ოთხი დღე საპენსიო სქემიდან გასვლამდე - როგორ შეძლებთ სისტემის დატოვებას

2019 წლის 1-ლი აპრილიდან დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველებს ამის უფლება მიეცემათ.

კერძოდ, საუბარია იმ დასაქმებულ პირებზე, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წლის ან მეტი ასაკის იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ 1-ლი აპრილი სქემიდან გასვლისთვის განსაზღვრული მინიმალური ვადაა, თუმცა, ეს თარიღი შესაძლოა, ინდივიდუალური იყოს. კერძოდ კი, პირები რომელთაც ამის უფლება აქვთ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლას პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების (ხელფასის ჩარიცხვის) დღიდან 3 თვის შემდეგ შეძლებენ. როდის განხორციელდა პირველი საპენსიო შენატანი, ამის გადამოწმება კი მოქალაქეებს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე შეუძლიათ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სქემიდან გასვლისთვის პირებს ორთვიანი ვადა აქვთ ანუ სისტემიდან გასვლა 1-ლი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პერიოდში, პირი საპენსიო სქემას არ დატოვებს, ის სისტემის მონაწილედ დარჩება.

რაც შეეხება პროცედურას, საპენსიო სქემიდან ამორთვისთვის, აუცილებელია მოქალაქე მივიდეს საპენსიო სააგენტოს ფილიალში ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში და მიმართოს სააგენტოს განცხადებით. ამისთვის მოქალაქეს თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო თუ მის ნაცვლად სხვა ადამიანი მივა განაცხადის დასაწერად შესაბამისი მინდობილობა უნდა ჰქონდეს. სქემიდან გასვლა განცხადების დაწერისთანავე მოხდება, ხოლო ამის შემდეგ 1 თვის პერიოდში სისტემიდან გასულ დასაქმებულს, მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს ფონდში განხორციელებული შენატანები დაუბრუნდებათ.

ამ 3 თვის განმავლობაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული თანხა, დასაქმებულს, მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს საპენსიო შენატანები სრულად დაუბრუნდებათ.

კონკრეტულად კი, დამსაქმებლის მიერ განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაუბრუნდება დამსაქმებელს ან მის უფლებამონაცვლეს; დასაქმებულის სახელით, განხორციელებული შენატანები და საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება და დაუბრუნდება დასაქმებულს (შემდეგ დამსაქმებლის მიერ მოხდება დასაქმებულისთვის დაბრუნება); სახელმწიფოს მიერ განხორციელებული შენატანები და საინვესტიციო შემოსავალი კი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადაირიცხება.

ცნობისთვის, იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთაც საპენსიო სქემიდან გასვლის უფლება ექნებათ 230 ათასია.

bpn.ge

მკითხველის კომენტარები
(1)

მახო
03 ივნისი , 2018 17:06

ქოცებო,ეგენიც პირსისხლიანი ნაცები არან არა?!!!!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

10 მძღოლი, რომელთაც 7 წელიწადში ჯამში 600-ზე მეტი ჯარიმა გამოუწერეს | Allnews.Ge

10 მძღოლი, რომელთაც 7 წელიწადში ჯამში 600-ზე მეტი ჯარიმა გამოუწერეს

აუდიტის სამსახურმა, საგზაო უსაფრთოების კუთხით შსს–ს მუშაობის ეფექტურობის შესწავლისას, ნაკლოვანებები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრებაში გამოავლინა.

არსებული ინფორმაციით, მარტო 10 მძღოლზე 2011 წლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ირიცხება 622 ერთეული ჯარიმა (805.72 ათასი ლარი), მათ შორის, სულ გადაუხდელია 591 ერთეული ჯარიმა (800.09 ათასი ლარი), საიდანაც 92.4% ანუ 546 ჯარიმა (749.2 ათასი ლარი, ანუ 93.6%) გადაცემულია აღსასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

ანგარიშის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არ არის განსაზღვრული, თუ რა სახის გადასახადი უნდა დაეკისროს პირს, რომელიც ამ სახის ქმედებას იმეორებს სისტემატურად, ანუ, მისი ქმედება უკვე რეციდივის ხასიათისაა და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისათვის.

აუდიტის სამსახურის თქმით, აღნიშნული საკითხის დაურეგულირებლობის შედეგად, ზოგიერთი მძღოლი სისტემატურად არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, ჯარიმდება კიდეც, თუმცა ჯარიმების დიდ ნაწილს არ იხდის და მოქმედ ნორმატიულ აქტებში არსებული ხარვეზების გამო, ვერ ხერხდება მის ქცევაზე ადეკვატური რეაგირება - საჭირო და პროპორციული სანქციის გამოყენება.

გაგაცნობთ 4 მძღოლის ისტორიას, რომელიც აუდიტის სამსახურის ანგარიშშია შესული.

მძღოლი N1

ცხრილში მითითებული "მძღოლი N1", მუდმივად ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა სხვა მოქალაქის სახელზე გაფორმებულ ავტომანქანას. 2017 წელს საპატრულო პოლიციის, იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-პოლიციელების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, მძღოლი 127-ჯერ არის დაჯარიმებული. აქედან, 120 შემთხვევაში ჯარიმა გამოწერილია ასკ 116-ე მუხლის 4 3 ნაწილით, ანუ, ზემოხსენებული პატრულ-პოლიციელები თითქმის ყოველ მესამე დღეს აჩერებდნენ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ "მძღოლ N1"-ს და აჯარიმებდნენ მას, თუმცა უშედეგოდ. ამ პერიოდში ერთი და იმავე პატრულ-ინსპექტორების მიერ ამ პირისათვის 11-11 ჯარიმა არის გამოწერილი. სულ, 2013-2017 წლებში "მძღოლი N1" დაჯარიმებულია 233-ჯერ და მასზე დაკისრებული ჯარიმების საერთო თანხამ 323.5 ათას ლარს გადააჭარბა, საიდანაც გადახდილია მხოლოდ 870 ლარი (0.27%). დანარჩენი ჯარიმები ან აღსრულებაზეა გადაცემული, ან ჯერ კიდევ გადაუხდელის სტატუსი აქვთ. გარდა ამისა, 2 შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 9 დღით (7 და 2 დღე).

ქუთაისში ტროტუარზე პარკირებისთვის მძღოლებს 500 ლარით აჯარიმებენ

ზემოხსენებული დაჯარიმებები ძირითადად (207 ჯარიმა, თანხით 303.2 ათასი ლარი) უკავშირდება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვას, მაშინ, როდესაც ამ პირს უკვე შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება.

მძღოლი N2

ერთ-ერთი მოქალაქე (შემდგომში - "მძღოლი N2"), 2013-2017 წლებში (1 დეკემბრამდე) დაჯარიმებულია 108-ჯერ და მასზე დაკისრებული ჯარიმების საერთო თანხამ 151 ათას ლარს გადააჭარბა, საიდანაც მხოლოდ 4-ია გადახდილი, ჯამში 120 ლარის ოდენობით (0.08%).

გადაუხდელი ჯარიმები ამ შემთხვევაშიც აღსრულებისთვის არის გადაცემული, მაგრამ დღემდე არანაირი შედეგი არ დადგა, რადგან "მძღოლი N2"- იც სოციალურად დაუცველი პირის სტატუსით სარგებლობს. ზემოხსენებული ჯარიმები "მძღოლი N2"-ისთვის 19 სხვადასხვა ავტომანქანის მართვისას იქნა გამოწერილი, საიდანაც ორი, მას მინდობილობით აქვს გადაცემული. გადაუხდელი ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების ისეთ მძიმე დარღვევებს უკავშირდება, როგორიცაა: ავტომანქანის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში (კოდექსის 116-ე მუხლის 4 3 ნაწილით -39 ჯარიმა, თანხით 57.3 ათასი ლარი), ან მართვის უფლების შეჩერების პირობებში (კოდექსის 121-ე მუხლის 4 ნაწილით - 65 ჯარიმა თანხით 93.5 ათასი ლარი), რასაც უმეტეს შემთხვევაში თან ახლდა საგზაო მოძრაობის წესების სხვა დარღვევებიც.

ქვეყნები, სადაც ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა ყველაზე მკაცრად ისჯება

მძღოლი N3

ერთ-ერთი მოქალაქე 2013-2017 წლებში 66-ჯერ არის დაჯარიმებული, რისთვისაც ჯამურად 93.0 ათასი ლარის გადახდა აქვს დაკისრებული, რაც არ გადაუხდია. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სამსახურის მიერ ზემოხსენებული ჯარიმები გადაცემულია აღსრულების მიზნით, ხოლო ავტომანქანა რომელსაც ის მართავდა, ამ ჯარიმების გამოწერისას წარმოადგენს მის საკუთრებას, დღემდე არ მომხდარა აღნიშნული ქონების აღსასრულებლად მიქცევა. ჯარიმები ძირითადად უკავშირდება ავტომობილის სისტემატურად მართვას იმ დროს, როდესაც მას შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება (ასკ-ს მუხლი 121), ასეთ შემთხვევაში კი კოდექსი ითვალისწინებს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 2017 წლის პირველ სამ თვეში ზემოხსენებული მძღოლი ამ მუხლით (121-4-0) 15-ჯერ არის დაჯარიმებული, მისი წარდგენა სასამართლოში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, არ განხორციელებულა.

მძღოლი N4

ერთ-ერთი მოქალაქე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 2013-2017 წლებში (1 დეკემბრამდე) დაჯარიმებულია 66-ჯერ და მასზე დაკისრებული ჯარიმების საერთო თანხამ 79.8 ათას ლარს მიაღწია, რაც არ არის გადახდილი. მიუხედავად იმისა, რომ "მძღოლი N4" 2013 წლის მაისიდან სისტემატურად ჯარიმდებოდა და გადაუხდელობის გამო თითქმის ყველა ჯარიმა აღსრულებაზეა გადაცემული, დღემდე არანაირი შედეგი არ დამდგარა. ზემოხსენებული ჯარიმები "მძღოლი N4"-ისათვის 12 სხვადასხვა ავტომანქანის მართვისას იქნა გამოწერილი და უკავშირდება საგზაო მოძრაობის წესების ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ავტომანქანის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში (28 ჯარიმა, თანხით 33.4 ათასი ლარი), ან მართვის უფლების შეჩერების პირობებში (34 ჯარიმა თანხით 45 ათასი ლარი), რასაც თან ახლდა საგზაო მოძრაობის წესების სხვა დარღვევებიც. მიუხედავად ამისა, "მძღოლი N4"-ისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება არც ერთხელ არ განხორციელებულა, მაშინ, როდესაც მარტო 2017 წლის 11 თვეში იგი კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ადმინისტრაციულ პატიმრობასაც ითვალისწინებს, 10-ჯერ არის დაჯარიმებული.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში საქართველოს გზებზე ავტოავარიების შედეგად წელიწადში 500-ზე მეტი ადამიანი იღუპება, დაშავებულთა რაოდენობა კი 8000-ს აღემატება.

2011 წლიდან 2016 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა, პროპორციულად, 35%-ით გაიზარდა ავტოავარიების რაოდენობაც.