ეკონომიკა
07.11.2018 / 13:11
შრიფტის ზომა:

ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებით კიდევ რამდენიმე თეთრით გაუფასურდა

ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებით კიდევ რამდენიმე თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7656 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7524 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0132 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1766 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1386 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0380 ლარი შეადგინა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

რისი ყიდვაა შესაძლებელი საქართველოში 1 ლარად?

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მძღოლებს ხშირად უწევთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, თუმცა, იშვიათად ჯარიმდებიან - აუდიტის ანგარიში | Allnews.Ge

მძღოლებს ხშირად უწევთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, თუმცა, იშვიათად ჯარიმდებიან - აუდიტის ანგარიში

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, რომლითაც საგზაო უსაფრთოების კუთხით შსს–ს მუშაობის ეფექტურობაა შესწავლილი, აუდიტის პროცესში ჩატარებული გამოკითხვით დადასტურდა, რომ მძღოლებს ხშირად, ან ძალიან ხშირად უწევთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, თუმცა იშვიათად ჯარიმდებიან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2016-2017 წლებში დაფიქსირებულმა 13,018 ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომლებზეც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმეები, 1,098 ადამიანის გარდაცვალება და 18,412-ის დაშავება გამოიწვია. აღნიშნული 13,018 ავტოსაგზაო შემთხვევიდან, 1,180 შემთხვევაში (1,232 ადამიანი დაშავდა, 22 გარდაიცვალა), კონკრეტული პირის ბრალეულობა ვერ დადგინდა.

10 მძღოლი, რომელთაც 7 წელიწადში ჯამში 600-ზე მეტი ჯარიმა გამოუწერეს

ამის პარალელურად, აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ავტოსაგზაო წესების დამრღვევთა 25-30% თავს არიდებს დაკისრებული ჯარიმების გადახდას.

ანგარიშის თანახმად, ჯარიმის გადახდის მიზანი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის პრევენციაა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჯარიმის აღსრულების მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება.

სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2015- 2017 წლებში, საშუალოდ, 1.2 მლნ. ჯარიმაა გამოწერილი ყოველწლიურად, რომელთა ჯამური ღირებულება წელიწადში საშუალოდ 58.5 მლნ. ლარს შეადგენს. ამავე პერიოდში პერმანენტულად მცირდება ჯარიმების გადახდის მაჩვენებელი, ხოლო გაუქმებული და ადრესატისთვის არჩაბარებული ჯარიმების რაოდენობა იზრდება. შედეგად, დამრღვევ მძღოლებზე დაკისრებული ჯარიმების გადახდის მაჩვენებელი 80.5%-დან და 69.4%-მდე შემცირდა.