
ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმს ნერგავს. აღნიშნულთან დაკავშირებით დავით სერგეენკო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და საექიმო საზოგადოებას ხვდება.
პლატფორმის მეშვეობით, პაციენტები სამინისტროში შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ონლაინ რეჟიმში გადაამოწმებენ, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მათთვის გამოწერილი მედიკამენტები.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ინსტრუმენტი პაციენტს მისი კლინიკური მდგომარეობისთვის მიზნობრივზე მეტი პრეპარატის მიღებისგან დაიცავს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"სამედიცინო საზოგადოებასთან ჩვენი დღევანდელი მსჯელობის მიზანი და მთავარი ამოცანა არის ის, რომ განვიხილოთ პრობლემა, რასაც სამედიცინო ენაზე პოლიფარმაცია, ჩვეულებრივ ენაზე კი საჭიროზე მეტი მედიკამენტის გამოწერის პრობლემაა. ჩვენ გავაცნობთ საზოგადოებას საერთაშორისო გამოცდილებას, როგორ დგას ეს პრობლემა ევროკავშირის ქვეყნებში, რა ზომებს მიმართავენ ისინი ამ პრობლემის მოსაგვარებლად და გავაცნობ ჩვენს სამოქმედო გეგმას. ვფიქრობ, ეს ჩართულობა და ევროპული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ პრობლემის უარყოფითი შედეგები შემცირდეს",- განაცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებთან შეხვედრის დაწყებამდე.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პლატფორმის მოხმარება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია.
მინისტრი მედიკოსებს ახალ ინსტრუმენტს ამ წუთებში აცნობს, რომელიც პაციენტს ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობის გაკონტროლების საშუალებას აძლევს.
რეგულაცია ძალაში 2018 წლის 1-ელი ივლისიდან შევა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმს ნერგავს. აღნიშნულთან დაკავშირებით დავით სერგეენკო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და საექიმო საზოგადოებას ხვდება.
პლატფორმის მეშვეობით, პაციენტები სამინისტროში შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ონლაინ რეჟიმში გადაამოწმებენ, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მათთვის გამოწერილი მედიკამენტები.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ინსტრუმენტი პაციენტს მისი კლინიკური მდგომარეობისთვის მიზნობრივზე მეტი პრეპარატის მიღებისგან დაიცავს.
"სამედიცინო საზოგადოებასთან ჩვენი დღევანდელი მსჯელობის მიზანი და მთავარი ამოცანა არის ის, რომ განვიხილოთ პრობლემა, რასაც სამედიცინო ენაზე პოლიფარმაცია, ჩვეულებრივ ენაზე კი საჭიროზე მეტი მედიკამენტის გამოწერის პრობლემაა. ჩვენ გავაცნობთ საზოგადოებას საერთაშორისო გამოცდილებას, როგორ დგას ეს პრობლემა ევროკავშირის ქვეყნებში, რა ზომებს მიმართავენ ისინი ამ პრობლემის მოსაგვარებლად და გავაცნობ ჩვენს სამოქმედო გეგმას. ვფიქრობ, ეს ჩართულობა და ევროპული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ პრობლემის უარყოფითი შედეგები შემცირდეს",- განაცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებთან შეხვედრის დაწყებამდე.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პლატფორმის მოხმარება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია.
მინისტრი მედიკოსებს ახალ ინსტრუმენტს ამ წუთებში აცნობს, რომელიც პაციენტს ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობის გაკონტროლების საშუალებას აძლევს.
რეგულაცია ძალაში 2018 წლის 1-ელი ივლისიდან შევა.
მკითხველის კომენტარები
(0)