საზოგადოება
09.06.2018 / 09:06
შრიფტის ზომა:

რამ გამოიწვია გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარია

რამ გამოიწვია გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარია

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, ის ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

"გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 16 ადამიანმა, რომლებიც უკვე გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ფოტოები გომბორიდან, სადაც მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

შსს-ს ინფორმაციით, გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები
(6)

დათო
11 ივნისი , 2018 09:06

ნახეთ როგორაა გადატვირთული რაიონებში მიმავალი მარშუტკები (კასპი-თბილისი) ჩახერგილია დამატებითი ტაბურეტებით, სანამ რამე არ მოხდება არ არ აკრძალავენ??? და კიდევ რატომ არაა კასპი თბილისზე ავტობუსები, დღეში თუნდაც 1-2 რეისი.

Nik
11 ივნისი , 2018 07:06

სავარაუდოდ "მარშუტკა" საკმაოდ დატვირთული იყო (არა გადატვირთული მაგრამ მაინც), მაგ მონაკვეთზე კი მკვეთრი დაღმართებია და სიმაღლის დიდი ვარდნა ხდება (უღელტეხილი 1600 მეტრზეა). სავარაუდოდ მძღოლი მხოლოდ მუხრუჭს იყენებდა და არა ძრავით დამუხრუჭებას, რამაც გამოიწვია ალბათ მუხრუჭების გადახურება და მათი ეფექტურობის შემცირება, ამასთან სავარაუდოდ სიჩქარე ნორმალურზე შედარებით მაღალი იყო. ვფიქრობ ძრავის არ-გამოყენება დაღმართებზე დაშვებისას არის ძირითადი მიზეზი

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რამ გამოიწვია გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარია | Allnews.Ge