
ნუ მეთამაშებიან, მხოლოდ მირზა სუბელიანის დაკავებაზე მე არ მქონდა ყურადღება გამახვილებული - ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვთვალე, რომლებიც დღემდე უნდა ყოფილიყვნენ დაკავებული, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მირზა სუბელიანის დაკავების შესახებ შს სამინისტროში გამართული ბრიფინგის შემდეგ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მირზა სუბელიანის დაკავების საბაბი მხოლოდ დანაშაულის და დამნაშავის დაფარვა არ უნდა ყოფილიყო და შსს-მ უნდა გაარკვიოს, რა ზემოქმედებას ახდენდა სუბელიანი საქმის მიმდინარეობაზე.
სარალიძე საქმის პროკურორების დაკითხვას ითხოვს და ასევე, შს მინისტრს კითხვით მიმართავს - რატომ არ არის დაკავებული მ.კ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ აქ არ ყოფილა მხოლოდ დანაშაულის და დამნაშავის დაფარვა, აქ იყო, რა ზემოქმედებას ახდენდა მირზა სუბელიანი ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორ კერავდნენ საქმეს მისი დავალებით პროკურორები.
მოვუსმინე, რომ მიმდინარეობს სკოლის დირექტორის და ექსპერტების დაკითხვა. რატომ არ კითხავენ საქმის პროკურორებს, რომლებმაც შეკერეს ეს საქმე. ნუ მეთამაშებიან, მარტო სუბელიანის დაკავებაზე მე არ მქონდა ყურადღება გამახვილებული. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვუთვალე, რომლებიც დღემდე უნდა ყოფილიყვნენ დაკავებული. დაველოდები, დღის ბოლოს და თავად გადაწყვიტონ.
ძალიან ვთხოვ, შინაგან საქმეთა მინისტრს, ნუ მეთამაშებიან. გუშინდელი 9 საათიანი დაკითხვა მირზა სუბელიანისა იყო ერთგვარი გარიგება იმასთან დაკავშირებით, რომ მოჩვენებით დააკავეს მირზა სუბელიანი? მაინც მივესალმები, რომ დააკავეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის საფუძველი - საქმის შეუტყობინებლობა. პირველ რიგში საქმის გამყალბებლები, ვინც მოქმედებდა მირზა სუბელიანის დავალებით, ყველანი უნდა დააკაონ.
ხვალინდელი აქცია ძალაში რჩება. მირზა სუბელიანი არ იყო დასახელებული პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას. რატომ არ არის მიხელ კალანდია დაკავებული, რომელმაც არსებითად შეცვალა ჩვენება სასამართლო პროცესზე. გუშინდელი უმეცარი ნაბიჯია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, როცა გამოავლინეს ვიღაც მორჩაძე. არ ვიცი ვინ არის, ჯერ ერთი ის მათი გამოვლენილი არ არის.
3 პიროვნება იდენტიფიცირებული იყო ჯერ კიდევ 15 აპრილს, როდესაც არსებითად შეცვალა ჩვენება მიხეილ კალანდიამ. ახლა ცდილობენ, თითქოს "გააპრაონ" მიხეილ კალანდიას შეცვლილი ჩვენება, თითქოს ვიღაცის ზემოქმედების ქვეშ იყო. რა სისულელეა, ბოლო-ბოლო ჭკუა ვეღარ უნდა ისწავლოს მინისტრმა? ფაქტია, რომ ვერ სწავლობს", - განაცხადა სარალიძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ნუ მეთამაშებიან, მხოლოდ მირზა სუბელიანის დაკავებაზე მე არ მქონდა ყურადღება გამახვილებული - ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვთვალე, რომლებიც დღემდე უნდა ყოფილიყვნენ დაკავებული, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მირზა სუბელიანის დაკავების შესახებ შს სამინისტროში გამართული ბრიფინგის შემდეგ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მირზა სუბელიანის დაკავების საბაბი მხოლოდ დანაშაულის და დამნაშავის დაფარვა არ უნდა ყოფილიყო და შსს-მ უნდა გაარკვიოს, რა ზემოქმედებას ახდენდა სუბელიანი საქმის მიმდინარეობაზე.
სარალიძე საქმის პროკურორების დაკითხვას ითხოვს და ასევე, შს მინისტრს კითხვით მიმართავს - რატომ არ არის დაკავებული მ.კ.
"ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ აქ არ ყოფილა მხოლოდ დანაშაულის და დამნაშავის დაფარვა, აქ იყო, რა ზემოქმედებას ახდენდა მირზა სუბელიანი ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორ კერავდნენ საქმეს მისი დავალებით პროკურორები.
მოვუსმინე, რომ მიმდინარეობს სკოლის დირექტორის და ექსპერტების დაკითხვა. რატომ არ კითხავენ საქმის პროკურორებს, რომლებმაც შეკერეს ეს საქმე. ნუ მეთამაშებიან, მარტო სუბელიანის დაკავებაზე მე არ მქონდა ყურადღება გამახვილებული. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვუთვალე, რომლებიც დღემდე უნდა ყოფილიყვნენ დაკავებული. დაველოდები, დღის ბოლოს და თავად გადაწყვიტონ.
ძალიან ვთხოვ, შინაგან საქმეთა მინისტრს, ნუ მეთამაშებიან. გუშინდელი 9 საათიანი დაკითხვა მირზა სუბელიანისა იყო ერთგვარი გარიგება იმასთან დაკავშირებით, რომ მოჩვენებით დააკავეს მირზა სუბელიანი? მაინც მივესალმები, რომ დააკავეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის საფუძველი - საქმის შეუტყობინებლობა. პირველ რიგში საქმის გამყალბებლები, ვინც მოქმედებდა მირზა სუბელიანის დავალებით, ყველანი უნდა დააკაონ.
ხვალინდელი აქცია ძალაში რჩება. მირზა სუბელიანი არ იყო დასახელებული პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას. რატომ არ არის მიხელ კალანდია დაკავებული, რომელმაც არსებითად შეცვალა ჩვენება სასამართლო პროცესზე. გუშინდელი უმეცარი ნაბიჯია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, როცა გამოავლინეს ვიღაც მორჩაძე. არ ვიცი ვინ არის, ჯერ ერთი ის მათი გამოვლენილი არ არის.
3 პიროვნება იდენტიფიცირებული იყო ჯერ კიდევ 15 აპრილს, როდესაც არსებითად შეცვალა ჩვენება მიხეილ კალანდიამ. ახლა ცდილობენ, თითქოს "გააპრაონ" მიხეილ კალანდიას შეცვლილი ჩვენება, თითქოს ვიღაცის ზემოქმედების ქვეშ იყო. რა სისულელეა, ბოლო-ბოლო ჭკუა ვეღარ უნდა ისწავლოს მინისტრმა? ფაქტია, რომ ვერ სწავლობს", - განაცხადა სარალიძემ.
მკითხველის კომენტარები
(0)