28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
10.06.2018 / 08:06
შრიფტის ზომა:

რამდენწლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება მირზა სუბელიანს?

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი, რომლითაც ხორავას ქუჩის საქმეზე მთავარი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანია დაკავებული, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით, 2-დან 4-წლამდე ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობას იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

"რაც შეეხება მირზა სუბელიანს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მირზა სუბელიანმა მისცა დეტალური ჩვენება და ფაქტობრივად აღიარა დანაშაული, -ამის შესახებ მირზა სუბელიანის ადვოკატმა ინგა ჩალაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"მირზა სუბელიანმა გულწრფელად და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან. მას ბრალი სავარაუდოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაეყენება მხოლოდ", - განაცხადა ინგა ჩალაურმა.

რაც შეეხება სუბელიანის მისამართით არსებულ სხვა ბრალდებებს, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ის ამ ეტაპზე სხვა საკითხებზე ვერ ისაუბრებს.

ამასთან, როგორც ცნობილია, მირზა სუბელიანის ინტერესების დამცველები არ დაეთანხმებიან პროკურატურის შუამდგომლობას მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვენ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რამდენწლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება მირზა სუბელიანს? | Allnews.Ge