30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სტიქიის შედეგები გურჯაანში | Allnews.Ge

სტიქიის შედეგები გურჯაანში

გვიან ღამით მოსულმა ნალექმა გურჯაანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ეზო დატბორა. წყალმა ფალიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები შანყულაშვილების სახლის პირველი სართული და სარდაფი მთლიანად დაფარა. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობდა და ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებდა.

ძლიერმა წვიმამ ასევე ჭანდრისხევის ადიდება გამოიწვია, რის გამოც საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და მოძრაობა შეფერხდა.

სტიქიის ზონაში იყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი. მისი განმარტებით, სანიაღვრე არხმა ნალექი ვერ გაატარა, რამაც დაგუბება და სახლების დატბორვა გამოიწვია. მისივე ინფორმაციით, ადგილზე სპეციალური ტექნიკა იმუშავებს.