საზოგადოება
10.06.2018 / 10:06
შრიფტის ზომა:

გუდაურში ქართველ მფრინავებსა და უცხოელებს შორის კონფლიქტი მოხდა - შსს-ის განცხადება

8 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში საქართველოსა და უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეებს შორის მომხდარ კონფლიქტის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შსს-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 8 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში საქართველოსა და უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეებს შორის მომხდარ კონფლიქტის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქართველ პარაპლანით მფრინავებსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც დაბა გუდაურის ახლოს იჯარით აქვთ აღებული პარაპლანით დაშვების ადგილები, კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ქართველმა მფრინავებმა უკრაინის მოქალაქეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამცველები შემთხვევის ადგილას ოპერატიულად გამოცხადდნენ. დაპირისპირება პოლიციელების მისვლის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა მათ მალევე შეძლეს კონფლიქტის განმუხტვა.

გამოძიების პირველ ეტაპზე დადგინდა, რომ ქართველი პარაპლანით მფრინავები შემთხვევით უკრაინის მოქალაქეების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რასაც უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და სამივე დაზარალებული გამოკითხა. ასევე, ტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

აღნიშნული კონფლიქტის მეორე დღეს, ქართველმა მფრინავებმა დაბა გუდაურში პარაპლანით საფრენ ტერიტორიაზე მისასვლელი გზაზე მოძრაობა შეაფერხეს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს - პარაპლანისტებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი მოხდა. დაპირისპირების შედეგად, ქართველმა პარაპლანით მფრინავებმა რუსეთის მოქალაქეებს: სერგეი დემენტიევს და ფეოდორ ჩელიშევს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს.

კონფლიქტის დროს დაშავებული ფეოდორ ჩელიშევი ამ დროისთვის თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა კონფლიქტში მონაწილე რუსეთის ორივე მოქალაქე, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირების მიზნით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს".

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გუდაურში ქართველ მფრინავებსა და უცხოელებს შორის კონფლიქტი მოხდა - შსს-ის განცხადება | Allnews.Ge