თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სახლის აივანი ჩამოინგრა - არის დაშავებული
თბილისში, ივანე ჯავახიშვილის #82-ში საცხოვრებელი სახლის აივნის ჩამონგრევის შედეგად 41 წლის მამაკაცი დაშავდა. საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის აივანი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც მამაკაცი აივანზე იმყოფებოდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა მუშაობს.
მკითხველის კომენტარები
(0)