
This is a modal window.
მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რითაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შემდგომი სხდომა 30 ივლისს გაიმართება. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფუძველი, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს პატიმრობა.
თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ამ ბავშვის სიცოცხლის დაბრუნება, სიამოვნებით გავცვლიდი, - ამის შესახებ ბრალდებულმა მირზა სუბელიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის გისოსები მეორეხარისხოვანია.
"ვიზიარებ მშობლების მწუხარებას, მათ ტრაგედიას. ძალიან ბევრი ოჯახი განადგურდა", – განაცხადა მირზა სუბელიანმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ამ ეტაპზე უცნობია, გაასაჩივრებენ თუ არა მირზა სუბელიანის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ.
როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა ეკატერინე ხუციშვილმა განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხზე მას მირზა სუბელიანთან კონსულტაციები ექნება. მისივე შეფასებით, პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი იყო.
"როგორც ქართული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო პრაქტიკით, პატიმრობა გამოიყენება როგორც უკიდურესი აუცილებლობა. არ შეიძლება ადამიანს თავისუფლება ჯეროვანი დასაბუთების გარეშე შეეზღუდოს. პატიმრობის გამოყენებისთვის უნდა არსებობდეს ისეთი საფუძვლები, როგორიცაა: მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამ საფრთხეებიდან ერთ–ერთი მაინც უნდა არსებობდეს, რომ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი იყოს", – განაცხადა ხუციშვილმა.
მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
"აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რითაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შემდგომი სხდომა 30 ივლისს გაიმართება. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფუძველი, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს პატიმრობა.
თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ამ ბავშვის სიცოცხლის დაბრუნება, სიამოვნებით გავცვლიდი, - ამის შესახებ ბრალდებულმა მირზა სუბელიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის გისოსები მეორეხარისხოვანია.
"ვიზიარებ მშობლების მწუხარებას, მათ ტრაგედიას. ძალიან ბევრი ოჯახი განადგურდა", – განაცხადა მირზა სუბელიანმა.
ამ ეტაპზე უცნობია, გაასაჩივრებენ თუ არა მირზა სუბელიანის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ.
როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა ეკატერინე ხუციშვილმა განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხზე მას მირზა სუბელიანთან კონსულტაციები ექნება. მისივე შეფასებით, პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი იყო.
"როგორც ქართული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო პრაქტიკით, პატიმრობა გამოიყენება როგორც უკიდურესი აუცილებლობა. არ შეიძლება ადამიანს თავისუფლება ჯეროვანი დასაბუთების გარეშე შეეზღუდოს. პატიმრობის გამოყენებისთვის უნდა არსებობდეს ისეთი საფუძვლები, როგორიცაა: მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამ საფრთხეებიდან ერთ–ერთი მაინც უნდა არსებობდეს, რომ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი იყოს", – განაცხადა ხუციშვილმა.
მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
"აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები
(0)